„C“ და „D“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მქონე პირს, „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღებიდან სამი წლის შემდეგ, უფლება აქვს დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით გადაიყვანოს:
- 1 8-ზე მეტი მგზავრი
- 2 არა უმეტეს 8 მგზავრისა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „C“ და „D“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღებიდან 3 წლის შემდეგ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარათი გადაიყვანოს 8-ზე მეტი მგზავრი.