Bi`fh0je fblfhf bv8fyspuj fblfhfn` vfimsyf fhys7`f8 f[sw f[sh[fh0fkf ltb0fqsh fv8fn` fb0fqhf fqfc6`f tbktbujvf> fblfhfn` vfimsyf ppby bfvje fvfrcbvfkn` vfccf 3>5 njyyf tbqspfh?
- 1 Tbktbujbn
- 2 Tbktbujv
Разъяснение закона
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: „სახიფათო ტვირთი“ – 400X300 მმ ზომის, სწორკუთხედი, ნარინჯისფერი ფირფიტა გარშემო 15 მმ სიგანის შავი არშიით − ასეთი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, ხოლო ცისტერნის შემთხვევაში − გვერდებზედაც (ფირფიტის ქვედა ნაწილში უნდა აღინიშნოს ტვირთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნომერი, ხოლო ზედა ნაწილში − საშიშროების საიდენტიფიკაციო ნომერი. ისინი უნდა გაიყოს 15 მმ სისქის შავი ჰორიზონტალური ხაზით, რომელიც ფირფიტას ნახევარ სიმაღლეზე გადაკვეთს); ამავე კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.9.1-4.9.3 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშნები 4.9.1−4.9.3. „სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის მიმართულება“ − მიუთითებს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით ნებადართული მოძრაობის მიმართულებას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“: 4.9.1 – პირდაპირ, 4.9.2 – მარჯვნივ, 4.9.3 – მარცხნივ.