საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად იგი უნდა:
- 1 დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში, თავი დავახრევინოთ მკერდისკენ და ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
- 2 დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში. თავი გადავუწიოთ უკან და ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
- 3 დავაწვინოთ გვერდზე, ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად დაშავებული უნდა დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში, მკერდისკენ თავის დახრით გამოვრიცხვთ სისხლის სასუნთქ ორგანოებში მოხვედრას. ცხვირზე ცივი საფენის დადებით ვცდილობთ სისხლდენის შეჩერებას.