მოცემული საგზაო ნიშანი იდგმება:
- 1 საქართველოს ტერიტორიაზე, შემოსასვლელებში, საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან
- 2 საპატრულო პოლიციის საგუშაგოებთან
- 3 ავტომაგისტრალის დასაწყისში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.1 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.1 „მაქსიმალური სიჩქარის ზოგადი შეზღუდვები“ - იძლევა ინფორმაციას სიჩქარის ზოგადი შეზღუდვების თაობაზე, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილია საქართველოს გზებზე. ნიშანი იდგმება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელში საკონტროლო გამშვებ პუნქტთან.