საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას, გზაზე ტვირთის გაბნევა/დაღვრის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია:
- 1 შეწყვიტოს მოძრაობა და მიიღოს ზომები აღნიშნულის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად
- 2 აღნიშნულის თაობაზე ტელეფონით აცნობოს ტვირთის გამომგზავნს და გააგრძელოს მოძრაობა
- 3 მოძრაობა გააგრძელოს არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით, რათა ჩამოყრილმა/ჩამოღვრილმა ტვირთმა საფრთხე არ შეუქმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ტრანსპორტირებისას გამორიცხოს ტვირთის გაბნევა/დაღვრა სავალ ნაწილზე. გზაზე ტვირთის გაბნევა/დაღვრის შემთხვევაში, შეწყვიტოს მოძრაობა და მიიღოს ზომები აღნიშნულის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად.