იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნმა გადამზიდველს მოსთხოვა გადასაზიდი ტვირთის შემცველობის, წონის ან სხვაგვარად მოცემული რაოდენობის გადამოწმება:
- 1 უნდა შესრულდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა
- 2 გადამოწმების შედეგად უნდა შედგეს ე.წ. „რევიზიის აქტი“
- 3 გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში
- 4 გადამოწმების შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში.