ბილეთი #1740

ბილეთი #1740 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

ქვეოთ ჩამოთვლილიდან, რომელი მსჯელობაა მცდარი?

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი მსჯელობა არ არის მცდარი
  2. 2 ტვირთი თანაბრად უნდა იყოს განაწილებული ძარაზე
  3. 3 საყარი ტვირთი ისე უნდა იქნას დატვირთული, რომ მისი ტრანსპორტირებისას გამორიცხული იქნას გადმოყრის შესაძლებლობა
  4. 4 თოკები ან ჯაჭვები, რომლებიც გამოიყენება ტვირთის დამაგრებისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად არ უნდა იყოს დაჭიმული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას, საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე; ბ) არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა. თუ, თოკები ან ჯაჭვები, რომლებიც გამოიყენება ტვირთის დამაგრებისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად არ იქნა სათანადოდ დაჭიმული გამოიწვევს როგორც ტვირთის გადმოყრას, ასევე ტვირთის გადაადგილებას მოძრაობისას, რაც დაარღვევს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობას და გააძნელებს მის მართვას.

ივარჯიშე ამ თემაზე

გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.

პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.