რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართლებით მოძრაობის შემთხვევაში?
- 1 არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი
- 2 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
- 3 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
- 4 მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ნებისმიერ სავალ ნაწილზე, თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სამი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობისას განაპირა მარცხენა მოძრაობის ზოლის დაკავება ნებადართულია მხოლოდ ინტენსიური მოძრაობისას, როცა სხვა მოძრაობის ზოლები დაკავებულია, აგრეთვე გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით, ხოლო სატვირთო ავტომობილისათვის − მხოლოდ მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს.