თუ მარეგულირებელის სიგნალის მოთხოვნა ეწინააღმდეგება შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან შეასრულონ:
- 1 საგზაო ნიშნების მოთხოვნები
- 2 საგზაო მონიშვნის მოთხოვნები
- 3 მარეგულირებლის სიგნალის მოთხოვნები
- 4 შუქნიშნის მაშუქი სიგნალის მოთხოვნები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.