imecadine.ge

ბილეთი #419

ბილეთი #419 — სიტუაციის სურათი

მარეგულირებელი დგას ავტომობილისაკენ მარჯვენა გვერდით, ხელები ჩამოშვებული აქვს. მოცემულ სიტუაციაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი:

1 უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა
2 ვალდებულია გაჩერდეს ნახევარშლაგბაუმამდე, არა ნაკლებ 5 მეტრის მანძილზე
3 ვალდებულია გაჩერდეს უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე
4 ვალდებულია შეანელოს მოძრაობა და გაჩერდეს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის მიცემისას მარეგულირებელი დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავის ზემოთ აწეუ¬ლი კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით ან განზე გაწეული ხელებით.

ბილეთში გამოყენებული ნიშანი

1.3.2. მრავალლიანდაგიანი რკინიგზა

იძლევა გაფრთხილებას ორი ან ორზე მეტი ლიანდაგის მქონე რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. იდგმება უშუალოდ რკინიგზის გადასასვლელის წინ.

ივარჯიშე ამ თემაზე

გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.

პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

60 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 793 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.

დაგვიკავშირდი