ბილეთი #575

ბილეთი #575 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

„C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით, არა უმეტეს 8 მგზავრის გადაყვანის უფლება აქვს:

  1. 1 ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებისთანავე
  2. 2 ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ
  3. 3 ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრები შეიძლება გადაიყვანოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 56-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება. ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან 1 წლის შემდეგ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიყვანოს მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარათი, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება.

ივარჯიშე ამ თემაზე

გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.

პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.