რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე, თუ გზაჯვარედინის შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებით ჩახერგილია სავალი ნაწილი?
- 1 ორივე ავტომობილის მძღოლს
- 2 არცერთი ავტომობილის მძღოლს
- 3 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს
- 4 მხოლოდ რუხი ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი არ უნდა გავიდეს გზაჯვარედინზე, თუ შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით დააბრკოლოს განივი მიმართულებით მოძრაობა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალები იძლევა მოძრაობის უფლებას.