ღამე ცუდად ან არათანაბრად განათებულ გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
- 1 იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი
- 2 სავალდებულოა საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
- 3 გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - ღამე, ცუდად განათებული ან არათანაბრად განათებული გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა.