აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც განიცდის ისეთი სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებას, რომლებიც აქვეითებენ რეაქციასა და ყურადღებას?
- 1 არ არის აკრძალული, თუ აღნიშნული პრეპარატების მიღება განხორციელდა სამედიცინო მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით
- 2 აკრძალულია
- 3 არ არის აკრძალული, თუ პირი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკუ¬ლი ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.