“ავტომზიდი” არის:
- 1 სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ავტომობილისა და თვლიანი მსუბუქი ტრაქტორის გადასაზიდად
- 2 ნებისმიერი 12 000 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მისაბმელთან ერთად ექსპლუატაციისათვის
- 3 სატვირთო ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სახიფათო ტვირთის გადასაზიდად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტომზიდი – სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ავტომობილისა და თვლიანი მსუბუქი ტრაქტორის გადასაზიდად.