ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით მდგომ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას, მძღოლმა უნდა:
- 1 განაგრძოს გზა სიჩქარის შეუცვლელად
- 2 შეანელოს სიჩქარე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ჰქონდეს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გაჩერების შესაძლებლობა
- 3 გაზარდოს სიჩქარე, რათა დროულად გაიაროს აღნიშნული ადგილი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით მდგომ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში შეძლოს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გაჩერება.