სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობისას) ჩართოს:
- 1 უკუსვლით მოძრაობისას
- 2 მიმდებარე ტერიტორიიდან საავტომობილო გზაზე გასვლისას
- 3 თუ ავარიაში მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა გზის სავალი ნაწილიდან დაუყოვნებლივ შეუძლებელია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.