ბილეთი #149

ბილეთი #149 შუქნიშნის სიგნალები
ბილეთი #149 — სიტუაციის სურათი

რომელი მიმართულებით შეუძლია ლურჯი ავტომობილის მძღოლს, გააგრძელოს მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე?

  1. 1 მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ
  2. 2 მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
  3. 3 მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
  4. 4 მხოლოდ მარჯვნივ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და მე-10 პუნქტის თანახმად: 2. შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ე) მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას. 10. მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.

ივარჯიშე ამ თემაზე

გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.

პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.