საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს ინფორმაცია:
- 1 მხოლოდ გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების თაობაზე
- 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი ინფორმაცია
- 3 მხოლოდ გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზის თაობაზე
- 4 მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს: ბ.ა) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების შესახებ; ბ.ბ) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზთა შესახებ; ბ.გ) ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.