რა მიმართულებით შეუძლია მოძრაობა ტრამვაის მძღოლს შუქნიშნების ამ სიგნალებზე?
- 1 მხოლოდ პირდაპირ
- 2 მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ
- 3 მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ
- 4 მოძრაობის გაგრძელების უფლება არა აქვს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს „T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი, რომელთაგან მარცხენა მარცხნივ მოძრაობის უფლებას იძლევა, საშუალო – პირდაპირ, მარჯვენა კი − მარჯვნივ. თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი, მოძრაობა აკრძალულია.