„ავტობუსი’’ არის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია:
- 1 მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება
- 2 ტვირთის გადასაზიდად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 12 000 კგ-ს
- 3 მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება.