დღის ნათელ დროს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას ჩართული უნდა იყოს:
- 1 საავარიო შუქსიგნალიზაცია
- 2 მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეები
- 3 შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
- 4 ახლო განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა: ე) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას.