მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია:
1გვირაბებში, რომლებშიც არ არის ხელოვნური განათება
2დასახლებული პუნქტების ცენტრალურ ქუჩებზე
3ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - მოყინულ გზის მონაკვეთზე მძღოლმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას. ამასთანავე, მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე.
გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლებები რთული შესამჩნევია
2სავალდებულოა ნისლსაწინააღმდეგო ფარების ჩართვა
3იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლება რთული შესამჩნევია.
ღამე ცუდად ან არათანაბრად განათებულ გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა
2სავალდებულოა საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
3იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - ღამე, ცუდად განათებული ან არათანაბრად განათებული გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა.
1მიმართულების შეცვლა უნდა განახორციელოს საჭის მკვეთრი მობრუნებითა და სიჩქარის მომატებით
2დამუხრუჭებისათვის დამატებით უნდა გამოიყენოს ხელის მუხრუჭი
3შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - მოყინულ გზის მონაკვეთზე მძღოლმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას. ამასთან მძღოლმა უნდა გაათვიცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია ხიდზე, გზაგამტარებზე და ესტაკადებზე.
1შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
2ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
3შეამციროს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - ვინაიდან წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთანავე, ნალექი აუარესებს ხილვადობას, მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის.
წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთან, ნალექი აუარესებს ხილვადობას
2მიზანშეწონილია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის დისტანციის შემცირება
3აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - ვინაიდან წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთან ნალექი აუარესებს ხილვადობას, მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის.
წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც მძღოლმა უნდა:
1გაზარდოს სიჩქარე
2შეამციროს სიჩქარე მკვეთრი დამუხრუჭებით
3შეამციროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით.
1მოსახვევში შესასვლელად სიჩქარის შემცირება უნდა განხორციელდეს მკვეთრი დამუხრუჭებით
2მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვაზე კონტროლის დაკარგვა
3მიზანშეწონილია მოხვევა განხორციელდეს მაღალი სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ (განსაკუთრებით გზის სველი ზედაპირის არსებობისას) შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლის დაკარგვა.
გზაზე წყლის გუბეების არსებობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1მიზანშეწონილია გუბეში გავლისას სიჩქარის გაზრდა
2გართულებულია სატრანსპორტო საშუალების მართვა და დამუხრუჭება, ამასთან, დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა
3მიზანშეწონილია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის დისტანციის შემცირება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - გზაზე წყლის გუბეების არსებობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვა და დამუხრუჭება გართულებულია, ამასთანავე, დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა (განსაკუთრებით გაცვეთილი საბურავებით ან მაღალი სიჩქარით მოძრაობისას).
თუ სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლი გრძნობს დაღლილობას, მიზანშეწონილია:
1კოფეინის შემცველი სითხის მიღება
2სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მომატება
3სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დასვენება, შესაძლებლობის შემთხვევაში საჭესთან სხვა მძღოლის დასმა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - თუ სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლი გრძნობს დაღლილობას, მიზანშეწონილია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დასვენება, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში − საჭესთან სხვა მძღოლის დასმა.
თუ მძღოლი გზაზე ამჩნევს სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი და გამომწვევად იქცევა, მან:
1თვითონაც უნდა გამოიჩინოს აგრესიულობა
2უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს თავისი სატრანსპორტო საშუალება
3ორი გაბმული და ერთი მოკლე ხმოვანი სიგნალის მიცემით უნდა მოუწოდოს აგრესიულ მძღოლს სიმშვიდისაკენ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - თუ მძღოლი გზაზე ამჩნევს სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი და გამომწვევად იქცევა, მან უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს თავისი სატრანსპორტო საშუალება.
დიდი ხნის განმავლობაში მაღალი სიჩქარით სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა იწვევს:
1სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო სისტემის მწყობრიდან გამოსვლას
2ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა გარემოებას
3მძღოლის კონცენტრაციისა და მაღალი სიჩქარის შეგრძნების დაქვეითებას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - დიდი ხნის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობა აქვეითებს კონცენტრაციასა და მაღალი სიჩქარის შეგრძნებას.
1მშვიდად და არ უნდა იჩენდეს აგრესიულობას, არ უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე
2აგრესიულად, როგორც უპირატესმა გზაზე
3მშვიდად, თუმცა უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - მძღოლი სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს მშვიდად, არ უნდა იჩენდეს აგრესიულობას და არ უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე.
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა:
1მძღოლს ეკისრება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
2მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა, მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
დასაშვებია თუ არა ქვეითის სავალი ნაწილის კიდესთან გაადაგილება ქვეითთა მოძრაობისთვის გამოსადეგი ტროტუარის არსებობისას?
1დასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში
2დასაშვებია, თუ მას გადააქვს დიდი მოცულების ტვირთი, რის გამოც მისი ტროტუარზე გადაადგილება დააბრკოლებს სხვა ქვეითებს
3დაუშვებელია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ გზის სავალი ნაწილის კიდესთან არსებობს ქვეითთა მოძრაობისთვის გამოსადეგი ქვეითთა ბილიკი, ტროტუარი ან გზისპირი, ქვეითმა უნდა გამოიყენოს იგი, თუმცა უნდა დაიცვას სიფრთხილის აუცილებელი ზომები. ქვეითს, რომელსაც გადააქვს დიდი მოცულობის ნივთი, შეუძლია გადაადგილდეს გზის სავალი ნაწილის კიდესთან, თუ მისი ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე ან გზისპირზე გადაადგილება დააბრკოლებს სხვა ქვეითებს.
დასაშვებია თუ არა სავარძელ-ეტლით მოძრავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სავალი ნაწილის კიდესთან გადაადგილება, მოძრაობისთვის გამოსადეგი ქვეითთა ბილიკის არსებობის შემთხვევაში?
1დასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში
2დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეითთა ბილიკზე ქვეითთა ინტენსიური მოძრაობაა
3დაუშვებელია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სავარძელ-ეტლით მოძრავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე. მას უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გადაადგილდეს გზის სავალი ნაწილის კიდესთან.
დასაშვებია თუ არა ქვეითის მოძრაობა ორმხივმოძრაობიანი გზის გამყოფ ზოლზე, თუ მასზე არ არის ტროტუარი?
1დასაშვებია მხოლოდ ავტომაგისტრალებზე
2დაუშვებელია
3დასაშვებია, თუ აღნიშნულ გზაზე მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ქვეითს ეკრძალება ორმხრივმოძრაობიანი გზის გამყოფ ზოლზე ან მის გასწვრივ მოძრაობა, თუ მასზე ტროტუარი არ არის.
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირის მიერ, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინი მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით?
1არ არის დასაშვები
2დასაშვებია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკუ¬ლი ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირის მიერ, რომელსაც ფსიქოტროპული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინი მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით?
1დასაშვებია
2არ არის დასაშვები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკუ¬ლი ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირისათვის, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინი მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით?
1აკრძალულია
2არ არის აკრძალული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში,
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.