სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა გამოიყენოს:
1მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის
2სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით უპირატესობის მოსაპოვებლად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის.
ივარჯიშე ამ თემაზე
გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.