მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:
- 1 გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების შემოვლის მიმართულებას მხოლოდ მარჯვნიდან
- 2 ცალმხრივ მოძრაობიან გზას
- 3 ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.2.1 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.2.1 „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან“ - მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარჯვნიდან შემოვლის მიმართულებას.