მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალების მობრუნება?
- 1 მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლს
- 2 არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
- 3 მხოლოდ მოტოციკლის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.11 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.11 ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლე¬ლს და ა. შ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს. 1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, ასევე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას.