ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ შემთხვევებშია აკრძალული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია:
- 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი უწესივრობის არსებობის შემთხვევაში
- 2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული უკან ხედვის სარკე
- 3 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი
კანონის ახსნა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმოვანი სასიგნალე მოწყობილობა უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. ამავე რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს კომპლექტაციის შემდეგი ელემენტებით: ზ) უკანა ხედვის სარკეებით.