რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ სარგებლობს უპირატესობით ავტობუსის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- 1 როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ
- 2 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
- 3 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა.