ბილეთი #417

ბილეთი #417 რკინიგზის გადასასვლელი
ბილეთი #417 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, სარკინიგზო გადასასვლელთან გაჩერებული, რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?

  1. 1 ორივე ავტომობილის მძღოლები
  2. 2 არცერთი ავტომობილის მძღოლი
  3. 3 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლი
  4. 4 მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძა¬ლუ¬ლია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.

ივარჯიშე ამ თემაზე

გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.

პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.