ბილეთი #770

ბილეთი #770 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
ბილეთი #770 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

  1. 1 ავტომაგისტრალის ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს
  2. 2 რევერსული გზის მონაკვეთის დასასრულს
  3. 3 მოძრაობის ზოლებზე აკრძალულ მიმართულებებს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.2 „ავტომაგისტრალის დასასრული” - მიუთითებს 5.1 „ავტომაგისტრალი” ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს. 5.2 ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის ბოლოში, ავტომაგისტრალიდან გასასვლელში და წინასწარ 8.1.1 დაფით ავტომაგისტრალის ბოლომდე 400 და 1000 მეტრის მანძილებზე.

ივარჯიშე ამ თემაზე

გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.

პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.