ბილეთების სრული სია

1452 ოფიციალური ბილეთი — B+C1 Mil კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #281 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა

თუ ქვეითმა ვერ მოასწრო გზაზე გადასვლა, უფლება აქვს შეჩერდეს:

  1. 1 როგორც უსაფრთხოების კუნძულზე, ასევე ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ზოლზე ან ხაზზე
  2. 2 მხოლოდ უსაფრთხოების კუნძულზე
  3. 3 მხოლოდ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ზოლზე ან ხაზზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ქვეითი, რომელმაც ვერ მოასწრო გზაზე გადასვლა, უნდა შეჩერდეს უსაფრთხოების კუნძულზე, ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ზოლზე ან ხაზზე და გადასვლა უნდა გააგრძელოს მხოლოდ შემდგომი მოძრაობის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ, შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალების გათვალისწინებით.
ბილეთი #282 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #282 — სიტუაციის სურათი

ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?

  1. 1 არ ეკრძალება
  2. 2 ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება გზაზე, რომელზე მოძრაობის დროსაც მძღოლს ენიჭება გზაჯვარედინზე უპირატესი მოძრაობის უფლება. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აკრძალვები არ ვრცელდება ორთვლიანი ველოსიპედის, მოპედისა და ორთვლიანი უეტლო მოტოციკლის გასწრების შემთხვევებზე.
ბილეთი #283 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #283 — სიტუაციის სურათი

ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?

  1. 1 არ ეკრძალება
  2. 2 ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება გზაზე, რომელზე მოძრაობის დროსაც მძღოლს ენიჭება გზაჯვარედინზე უპირატესი მოძრაობის უფლება. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აკრძალვები არ ვრცელდება ორთვლიანი ველოსიპედის, მოპედისა და ორთვლიანი უეტლო მოტოციკლის გასწრების შემთხვევებზე.
ბილეთი #284 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #284 — სიტუაციის სურათი

ეკრძალება თუ არა მწვანე ავტომობილის მძღოლს საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულება?

  1. 1 არ ეკრძალება
  2. 2 ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.15 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.15. „ციცაბო აღმართი“ − იძლევა გაფრთხილებას ციცაბოაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე. ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია შეზღუდული ხილვადობის პირობებში საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით.
ბილეთი #285 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #285 — სიტუაციის სურათი

დაარღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ მანძილი აღმართის ბოლომდე 80 მეტრია?

  1. 1 არ დაარღვევს
  2. 2 დაარღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.15 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.15. „ციცაბო აღმართი“ − იძლევა გაფრთხილებას ციცაბოაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე. ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია შეზღუდული ხილვადობის პირობებში საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით.
ბილეთი #286 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #286 — სიტუაციის სურათი

ეკრძალება თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლს საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულება?

  1. 1 არ ეკრძალება
  2. 2 ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.15 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.15. „ციცაბო აღმართი“ − იძლევა გაფრთხილებას ციცაბოაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე. ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია შეზღუდული ხილვადობის პირობებში საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით.
ბილეთი #287 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #287 — სიტუაციის სურათი

ეკრძალება თუ არა მწვანე ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?

  1. 1 არ ეკრძალება
  2. 2 ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.15 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.15. „ციცაბო აღმართი“ − იძლევა გაფრთხილებას ციცაბოაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე. ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია შეზღუდული ხილვადობის პირობებში საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით.
ბილეთი #288 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #288 — სიტუაციის სურათი

დაარღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს თეთრი ავტომობილის მძღოლი ისრით მითითებული მანევრის შესრულების შემთხვევაში, თუ მარცხენა მხრიდან ქვეითს დაწყებული აქვს გადასვლა?

  1. 1 დაარღვევს
  2. 2 არ დაარღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც უახლოვდება ქვეითთა გადასასვლელს ან რომელიც შეჩერდა უშუალოდ ამ გადასასვლელის წინ, გაუსწროს მხოლოდ საკმარისად შემცირებული სიჩქარით, რათა უზრუნველყოს დროული გაჩერება გადასასვლელზე ქვეითის აღმოჩენის შემთხვევაში. აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე გასწრება, თუ მასზე ქვეითი მოძრაობს.
ბილეთი #289 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #289 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გასწრება?

  1. 1 ეკრძალება
  2. 2 არ ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც უახლოვდება ქვეითთა გადასასვლელს ან რომელიც შეჩერდა უშუალოდ ამ გადასასვლელის წინ, გაუსწროს მხოლოდ საკმარისად შემცირებული სიჩქარით, რათა უზრუნველყოს დროული გაჩერება გადასასვლელზე ქვეითის აღმოჩენის შემთხვევაში. აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე გასწრება, თუ მასზე ქვეითი მოძრაობს.
ბილეთი #290 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #290 — სიტუაციის სურათი

აქვს თუ არა უფლება თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს დაიწყოს გასწრების მანევრი, თუ ავტობუსის მძღოლს ჩართული აქვს მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი და დაწყებული აქვს გასწრება?

  1. 1 აქვს უფლება
  2. 2 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გასწრების დაწყებამდე მძღოლი, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 32-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, უნდა დარწმუნდეს, რომ მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია.
ბილეთი #291 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #291 — სიტუაციის სურათი

აქვს თუ არა უფლება სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაიწყოს გასწრების მანევრი, თუ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ჩართული აქვს მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი და დაწყებული აქვს გასწრება?

  1. 1 არ აქვს უფლება
  2. 2 აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გასწრების დაწყებამდე მძღოლი, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 32-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, უნდა დარწმუნდეს, რომ მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია.
ბილეთი #292 გაჩერება და დგომა
ბილეთი #292 — სიტუაციის სურათი

ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრით მითითებულ ადგილზე ავტომობილით დგომა?

  1. 1 ეკრძალება
  2. 2 არ ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების დგომა, დაუსახლებელ პუნქტში 2.1, 5.1 და 5.3 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზის სავალ ნაწილზე, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე, სადაც მოძრაობა დაშვებულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გარდა სპეციალურად აღნიშნული ადგილებისა.
ბილეთი #293 მოძრაობის უსაფრთხოება

სატრანსპორტო საშუალების მართვისას, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი გარემოება მიანიშნებს მძღოლის დაღლილობაზე?

  1. 1 მხოლოდ რეაქციის გაუარესება
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
  3. 3 მხოლოდ ქუთუთოების დამძიმება
  4. 4 მხოლოდ ხშირი მთქნარება
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის დაღლილობაზე მიანიშნებს როგორც ქუთუთოების დამძიმება, ასევე ხშირი მთქნარება და რექციის გაუარესება.
ბილეთი #294 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა

გასწრების დაწყების წინ მძღოლი უნდა დარწმუნდეს:

  1. 1 მხოლოდ იმაში, რომ მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა გარემოებაში
  3. 3 მხოლოდ იმაში, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზეც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია, ამასთან ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა
  4. 4 მხოლოდ იმაში, რომ მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, გასწრების დაწყებამდე მძღოლი, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 32-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, უნდა დარწმუნდეს, რომ: ა) მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია; ბ) მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს, გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას. აკრძალულია იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც ახორციელებს გასწრე¬ბას ან დაბრკოლების შემოვლას; გ) მას შეუძლია გასწრება ისე განახორციელოს, რომ არ შეუქმნას საფრთხე ან დაბრკოლება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. იგი აგრეთვე უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია და ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა.
ბილეთი #295 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა

ნებადართულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების გასწრება მარჯვენა მხრიდან?

  1. 1 ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა, რომელსაც უსწრებენ მისცა სიგნალი მარცხნივ მოხვევის განზრახვის შესახებ და მიმართა თავისი სატრანსპორტო საშუალება იმისათვის, რომ შეუხვიოს სხვა გზაზე, ან შევიდეს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ან გაჩერდეს ამ მხარეს
  2. 2 არ არის ნებადართული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გასწრება უნდა განხორციელდეს მარცხენა მხრიდან. მარჯვენა მხრიდან გასწრება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა, რომელსაც უსწრებენ, მისცა სიგნალი, რომ მარცხნივ მოხვევას აპირებს, და თავისი სატრანსპორტო საშუალება ისე მიმართა, რომ შეუხვიოს სხვა გზაზე ან შევიდეს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ან გაჩერდეს ამ მხარეს.
ბილეთი #296 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა

დასაშვებია თუ არა იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც უახლოვდება სავალ ნაწილზე შესაბამისად აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელს, ან რომელიც შეჩერდა უშუალოდ ამ გადასასვლელის წინ?

  1. 1 ქვეითთა გადასასვლელზე, აგრეთვე მათ წინ არანაკლებ 100 მეტრის მანძილზე გასწრება დაუშვებელია
  2. 2 დასაშვებია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, იმ გზაზე სადაც ნებადართული მაქსიმალური სიჩქარის ზღვარი 60 კმ/სთ-ზე მეტია
  3. 3 დასაშვებია თუ ქვეითთა გადასასვლელზე არ მოძრაობს ქვეითი, ამასთან მხოლოდ საკმარისად შემცირებული სიჩქარით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს დროული გაჩერება გადასასვლელზე ქვეითების აღმოჩენის შემთხვევაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც უახლოვდება ქვეითთა გადასასვლელს ან რომელიც შეჩერდა უშუალოდ ამ გადასასვლელის წინ, გაუსწროს მხოლოდ საკმარისად შემცირებული სიჩქარით, რათა უზრუნველყოს დროული გაჩერება გადასასვლელზე ქვეითის აღმოჩენის შემთხვევაში. აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე გასწრება, თუ მასზე ქვეითი მოძრაობს.
ბილეთი #297 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #297 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრასპორტო საშუალების მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ მოცემული გზა მიმდებარე ტერიტორიებს არ ემსახურება?

  1. 1 "C" კატეგორიის ავტომობილის მძღოლს
  2. 2 "B" კატეგორიის ავტომობილის მძღოლს
  3. 3 მოპედის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.22 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.22 „სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია” - კრძალავს 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა), აგრეთვე ტრაქტორით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა საჭაპანო ტრანსპორტისა და ველოსიპედისა). ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების გამოყენებისას ავტომაგისტრალს უთანაბრდება საავტომობილო მოძრაობისათვის განკუთვნილი და 5.3 საგზაო ნიშნით აღნიშნული ის გზები, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიებს არ ემსახურება. ამავე დანართის 5.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.3. „საავტომობილო გზა“ − გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის.
ბილეთი #298 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #298 — სიტუაციის სურათი

ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?

  1. 1 არ ეკრძალება
  2. 2 ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია გასწრების ამკრძალავი ნიშნით ან მონიშვნით განსაზღვრულ ადგილზე. ამავე კანონის პირველი დანართის 3.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან-სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად.
ბილეთი #299 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #299 — სიტუაციის სურათი

ისრის მიმართულებით მოძრავი რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?

  1. 1 მხოლოდ შავი ავტომობილის მძღოლი
  2. 2 მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი
  3. 3 ორივე ავტომობილის მძღოლი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-ს თავის (ამკრძალავი ნიშანები) 3.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან¬სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად. ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად აკრძალულია ბუქსირება მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება.
ბილეთი #300 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #300 — სიტუაციის სურათი

დაარღვევს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 დაარღვევს
  2. 2 არ დაარღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად, გზაზე ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით გაჩერებული ოპერატიული ან ჩართული ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით გაჩერებული სპეციალური ან საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის სატრანსპორტო საშუალების, ნელა მოძრავი ტექნიკური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების ან კომუნალური სამსახურის საგზაო სამუშაოების შემსრულებლის გასწრება, შემოვლა ან მისთვის გვერდის აქცევა, სავალ ნაწილზე მისი განლაგების, სიტუაციისა და საფრთხის გათვალისწინებით, ნებადართულია როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდან, მიუხედავად აღნიშნულ გზის მონაკვეთზე არსებული საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნის მოთხოვნებისა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.2.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.2.2 „დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან“ - მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას. ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი აბზაცის თანახმად. საგზაო მონიშვნა ადგენს მოძრაობის გარკვეულ რეჟი¬მებსა და წესრიგს, არის მძღოლის ვიზუალური ორიენტაციის საშუალება და შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დამოუკიდებლად, ისე საგზაო მოძრაობის ორგანიზების სხვა ტექნიკურ საშუალებებთან ერთად. თუ გადასატან სადგარზე გამოსახული დროებითი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის ხაზების მნიშვნელობა ურთიერთსაპირისპიროა, მძღოლი ხელმძღვანელობს საგზაო ნიშნებით.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.