სამედიცინო დახმარება

64 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზე — სისხლდენა, მოტეხილობა, შოკი.

ბილეთი #498 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობის შეფასების მიზნით უპირველესად საჭიროა:

  1. 1 მხოლოდ ცნობიერების შემოწმება
  2. 2 მხოლოდ სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი
  3. 3 მხოლოდ საძილე არტერიაზე პულსაციის შემოწმება
  4. 4 როგორც სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი, ასევე საძილე არტერიაზე პულსაციისა და ცნობიერების შემოწმება
კანონის ახსნა
მნიშვნელოვანია დაზარალებულის მდგომარეობა სწრაფად და მართებულად შეფასდეს. პირველი ეტაპი არის ცნობიერების შემოწმება (არის თუ არა დაზარალებული გონზე). მეორე ეტაპი - სასუნთქი გზების გახსნა მესამე ეტაპი - სუნთქვის კონტროლი. მეოთხე ეტაპი - საძილე არტერიაზე პულსაციის შემოწმება.
ბილეთი #500 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება კანის მე-2 ხარისხის დამწვრობა (კანის ქსოვილის დარღვევა და მოწითალო შეფერილობა, დამწვრობის ადგილზე სითხით შევსებული ბუშტების წარმოქმნა, ძლიერი ტკივილი) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მას უნდა:

  1. 1 გავუხსნათ ბუშტები, გავუსუფთაოთ დამწვარი ზედაპირი ტანსაცმლის ნარჩენებიდან, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, დაშავებულს დავალევინოთ წყალი
  2. 2 დამწვარი ზედაპირი გადავურეცხოთ ცივი წყლით, დავუმუშაოთ იოდის ხსნარით, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, შევუხვიოთ ბინტით
  3. 3 ბუშტები არ გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (თუ დაშავებულს მის მიმართ ალერგია არ გააჩნია) და დაშავებულს დავალევინოთ წყალი
კანონის ახსნა
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება კანის მე-2 ხარისხის დამწვრობა (კანის ქსოვილის დარღვევა და მოწითალო შეფერილობა, დამწვრობის ადგილზე სითხით შევსებული ბუშტების წარმოქმნა, ძლიერი ტკივილი) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მას ბუშტები არ უნდა გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (თუ დაშავებულს მის მიმართ ალერგია არ გააჩნია) და დაშავებულს დავალევინოთ წყალი.
ბილეთი #505 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს არ აღენიშნება სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა ჩაუტარდეს:

  1. 1 მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა
  2. 2 როგორც ხელოვნური სუნთქვა, ასევე გულის არაპირდაპირი მასაჟი
  3. 3 მხოლოდ გულის არაპირდაპირი მასაჟი
კანონის ახსნა
თუ დაზარალებულს არ აღენიშნება სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე, მას უნდა ჩაუტარდეს ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი (ორი ჩაბერვა და 30 გულის მასაჟი, ჯამში უნდა გამოვიდეს გულის მასაჟი ერთ წუთში 100).
ბილეთი #543 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს არ აღენიშნება სუნთქვა, მაგრამ აღენიშნება პულსაცია საძილე არტერიაზე, მას უნდა ჩაუტარდეს:

  1. 1 მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა
  2. 2 როგორც ხელოვნური სუნთქვა, ასევე გულის არაპირდაპირი მასაჟი
  3. 3 მხოლოდ გულის არაპირდაპირი მასაჟი
კანონის ახსნა
თუ დაზარალებული არ სუნთქავს, მაგრამ აღენიშნება პულსაცია საძილე არტერიაზე, მას უნდა ჩაუტარდეს მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა, ერთი ჩასუნთქვა ყოველ 6 წამში, მანამ ვიდრე არ აღუდგება სპონტანური სუნთქვა.
ბილეთი #588 სამედიცინო დახმარება

თუ არსებობს ეჭვი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კისრის ან ხერხემლის დაზიანების შესახებ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როგორ უნდა მოხდეს დაშავებულის გადათრევით გადაადგილება დამხმარეს გარეშე (ერთი ადამიანის მიერ)?

  1. 1 მჯდომარე პოზიციაში დაშავებულს ზურგიდან მკლავები მხრებქვეშ უნდა შევუცუროთ, დავაფიქსიროთ ქვედა ყბა და კისერი და ისე გადათრევით გადავაადგილოთ უკან
  2. 2 მჯდომარე პოზიციაში დაშავებულს ჩავუდგეთ ფეხებს შორის მკლავები მხრებქვეშ უნდა შევუცუროთ და ზურგზე ერთმანეთს ჩავჭიდოთ. ავწიეთ ფეხებით და დაშავებული გადათრევით გადავაადგილოთ უკან
კანონის ახსნა
დამხმარეს გარეშე დაშავებულის გადათრევით გადაადგილება კისრის ან ხერხემლის დაზიანების ეჭვის შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება უნდა მოხდეს შემდეგნაირად - მოათავსეთ დაშავებული მჯდომარე პოზიციაში. დადექით დაშავებულის ზურგს უკან, მკლავები მხრებქვეშ შეუცურეთ, დავაფიქსიროთ ქვედა ყბა და კისერი და ისე გადათრევით გადავაადგილოთ უკან.
ბილეთი #592 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს მუცლის არეში აღენიშნება ჭრილობა, მისი ტრანსპორტირება უნდა მოხდეს:

  1. 1 ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით
  2. 2 მჯდომარე მდგომარეობაში
  3. 3 გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით
  4. 4 ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში გამართული ფეხებით
კანონის ახსნა
მუცლის არეში მიღებული ჭრილობის დროს დაშავებულის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ზურგზე დაწოლილი მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით.
ბილეთი #593 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული გულწასულია, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით იგი უნდა:

  1. 1 დავაწვინოთ ზურგზე, ფეხები წამოუწიოთ. ვასუნთქოთ ნიშადურის სპირტი, საფეთქლები დავუზილოთ ადეკოლონით (ან სხვა სპირტის შემცველი სითხით)
  2. 2 დავაწვინოთ ზურგზე, ამოვუდოთ თავქვეშ ბალიში, ვასუნთქოთ ნიშადურის სპირტი
  3. 3 დავაწვინოთ გვერდზე მოხრილი ფეხებით
კანონის ახსნა
გულის წასვლის შემთხვევაში დაზარალებული უნდა დავაწვინოთ ზურგზე, ფეხები წამოუწიოთ. ვასუნთქოთ ნიშადურის სპირტი, საფეთქლები დავუზილოთ ადეკოლონით (ან სხვა სპირტის შემცველი სითხით).
ბილეთი #596 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თავის ტვინის შერყევის შემთხვევაში, მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:

  1. 1 გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში
  2. 2 ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში, ამასთან უნდა ამოვუდოთ ბალიში კისრისა და წელის არეში
კანონის ახსნა
თავის ტვინის შერყევის შემთხვევაში დაშავებული უნდა დავაწვინოთ გვერდზე და გადავიყვანოთ ასეთ მდგომარეობაში უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
ბილეთი #597 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება გულმკერდის გამჭოლი ჭრილობა მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:

  1. 1 ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში
  2. 2 მუცელზე დაწოლილ მდგომარეობაში
  3. 3 ჯანმრთელ გვერდზე დაწოლილ ან ნახევრადმჯდომარე მდგომარეობაში
კანონის ახსნა
დაშავებულის გულმკერდის გამჭოლი ჭრილობით ტრანსპორტირება შეიძლება ჯანმრთელ გვერდზე დაწოლილ ან ნახევრადმჯდომარე მდგომარეობაში.
ბილეთი #598 სამედიცინო დახმარება

ერთი ხელის დაშავების შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს პიჯაკი ან პერანგი უნდა გავხადოთ:

  1. 1 ჯერ დაშავებულ, ხოლო შემდეგ ჯანსაღ ხელზე
  2. 2 ჯერ ჯანსაღ, ხოლო შემდეგ დაშავებულ ხელზე
  3. 3 ერთდროულად ორივე ხელზე
კანონის ახსნა
ერთი ხელის დაზიანების შემთხვევაში დაშავებულს პიჯაკი ან პერანგი ჯერ უნდა გავხადოთ ჯანსაღ, ხოლო შემდეგ დაშავებულ ხელზე.
ბილეთი #599 სამედიცინო დახმარება

ტრამვული შოკის დროს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს უნდა:

  1. 1 მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, დავაწვინოთ ზურგზე, თავქვეშ ამოვუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი
  2. 2 გავხადოთ ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, შუბლზე დავადოთ ცივი საფენები
  3. 3 აუცილებლობის შემთხვევაში შევაჩეროთ სისხლდენა, დავაფაროთ სათბურები; თუ არ ვეჭვობთ მუცლის ღრუს შიდა ორგანოების დაზიანებას, დავალევინოთ თბილი სასმელი
კანონის ახსნა
ტრამვული შოკის დროს დაშავებულს უნდა გაეწიოს შემდეგი პირველადი სამედიცინო დახმარება - აუცილებლობის შემთხვევაში შევაჩეროთ სისხლდენა, დავაფაროთ სათბურები, თუ არ ვეჭვობთ მუცლის ღრუს შიდა ორგანოების დაზიანებას - დავალევინოთ თბილი სასმელი.
ბილეთი #600 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მსხვილი არტერიიდან სისხლდენის დამახასითებელი ნიშნებია:

  1. 1 ტანსაცმელი გაჟღენთილია სისხლით მხოლოდ ჭრილობის ადგილზე, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით
  2. 2 ტანსაცმელი გაჟღენთილია ალისფერი სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება პულსირებული ნაკადით
  3. 3 ტანსაცმელი სწრაფად იჟღინთება მუქი ფერის სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით
კანონის ახსნა
არტერიის დაზიანების დროს სისხლს აქვს ღია-ალისფერი და ჭრილობიდან გამოედინება პულსირებული ნაკადით. არტერიული სისხლდენა საშიშია სიცოცხლისათვის, განსაკუთრებით მსხვილი არტერიის დაზიანებისას, რადგა დაზარალებულმა დროის მოკლე მონაკვეთში შეიძლება დაკარგოს დიდი რაოდენობის სისხლი.
ბილეთი #810 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჭრილობიდან ვენური სისხლდენის დამახასითებელი ნიშნებია:

  1. 1 ტანსაცმელი გაჟღენთილია ალისფერი სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება პულსირებული ნაკადით
  2. 2 ტანსაცმელი ნელა იჟღინთება მუქი ფერის სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით
კანონის ახსნა
ჭრილობიდან ვენური სისხლდენის დამახასიათებელია მუქი-ალუბლისფერი სისხლის სუსტი ნაკადი. აუცილებელია მჭიდრო სახვევის დადება უშუალოდ ჭრილობის ადგილზე. სახვევის ქვედა ფენის სისხლით გაჟღენთვისას, ის არ უნდა მოცილდეს და უნდა დაემატოს ახალი სახვევი.
ბილეთი #871 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კიდურების დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ ჭრილობის:

  1. 1 ადგილის ზემოთ
  2. 2 ადგილის ქვემოთ
  3. 3 ადგილზე
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კიდურების დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ ჭრილობის ადგილის ზემოთ.
ბილეთი #872 სამედიცინო დახმარება

არტაშანის დასამზადებელი მასალის არარსებობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ფეხის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, მას უნდა:

  1. 1 დაშავებული ფეხის მთელ სიგრძეზე დავადოთ ბინტის სახვევი
  2. 2 დაშავებული და ჯანმრთელი ფეხი დავუმაგროთ ერთმანეთს ბინტის სახვევის გამოყენებით, ამასთან აუცილებელია ფეხებს შორის ჩავუდოთ რბილი ქსოვილი
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ფეხის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, თუ არა გვაქვს არტაშანის დასამზადებელი მასალა დაშავებულს დაზიანებული და ჯანმრთელი ფეხი უნდა დავამაგროთ ერთმანეთს ბინტის სახვევის გამოყენებით. ამასთან აუცილებელია ფეხებს შორის ჩავუდოთ რბილი ქსოვილი.
ბილეთი #890 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მენჯისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ მოსვლამდე, იგი უნდა:

  1. 1 დავაწვინოთ გვერდზე დაუზიანებელ მხარეს, დავადოთ დაშავებულ ადგილზე ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება
  2. 2 დავაწვინოთ ზურგზე მუხლებქვეშ ამოვუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება
კანონის ახსნა
მენჯისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ მოსვლამდე დაშავებული უნდა დავაწვინოთ ზურგზე მუხლებ ქვეშ ამოვუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
ბილეთი #909 სამედიცინო დახმარება

რომელ შემთხვევაშია მიზანშეწონილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ავტომობილის კაბინიდან გადმოყვანა?

  1. 1 დაშავებულის ქვედა კიდურების მოტეხილობის შემთხვევაში
  2. 2 ყოველთვის დაშავებულის გონების დაკარგვის შემთხვევაში
  3. 3 როცა დაშავებულს გონება აქვს დაკარგული და არ აღენიშნება სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ავტომობილის კაბინიდან გადმოყვანა მიზანშეწონილია, როცა დაშავებულს გონება აქვს დაკარგული და არ აღენიშნება სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე.
ბილეთი #913 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ზურგის ტვინის დაუზიანებლად კისრის ხერხემლის მალების ტრავმების სიმპტომებია:

  1. 1 დაშავებულს კისრისა და ზურგის არეში აქვს ტკივილი, რომელიც მატულობს ხელით შეხებისას
  2. 2 დაშავებული ვერ ამოძრავებს ზედა კიდურებს, სუნთქვა უძნელდება
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ზურგის ტვინის დაუზიანებლად კისრის ხერხემლის მალების ტრავმების სიმპტომებია - ტკივილი კისრისა და ზურგის არეში. ტკივილი მატულობს ხელით შეხებისას.
ბილეთი #915 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს დაზიანებული აქვს კისერი ან ხერხემალი ან არსებობს ეჭვი მათი დაზიანების შესახებ, არ შეიძლება:

  1. 1 მხოლოდ დაშავებულის ჭრილობაზე შეხება
  2. 2 მხოლოდ დაშავებულისათვის ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება და უცხო სხეულების მოცილება
  3. 3 როგორც დაშავებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა, ასევე მის ჭრილობაზე შეხება, ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება და უცხო სხეულების მოცილება
  4. 4 მხოლოდ დაშავებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კისრის ან ხერხემლის დაზიანებისას ან მასზე ეჭვის მიტანისას არ შეიძლება: - დაზარალებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა; - ჭრილობაზე შეხება; - ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება; - უცხო სხეულების მოცილება.
ბილეთი #966 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს დაზიანებული აქვს ხერხემალი, იგი უნდა:

  1. 1 დავაწვინოთ გვერდზე, სწორ და მაგარ ზედაპირზე, ამოვუდოთ ბალიში თავქვეშ
  2. 2 დავაწვინოთ ზურგზე, სწორ და მაგარ ზედაპირზე და ამოვუდოთ ბალიში კისრისა და წელის არეში
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ხერხემლის დაზიანების დროს დაშავებული უნდა დავაწვინოთ ზურგზე, სწორ და მაგარ ზედაპირზე და ამოვუდოთ ბალიში კისრისა და წელის არეში.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.