ბუქსირება

46 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

მოქნილი და ხისტი გადაბმა, სიჩქარე, მგზავრები და აკრძალვები.

ბილეთი #562 ბუქსირება

აკრძალულია ხისტი ან მოქნილი გადაბმით იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება, რომლის:

  1. 1 საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია
  2. 2 კვების სისტემის ჰერმეტულობა დარღვეულია
  3. 3 საავარიო შუქსიგნალიზაცია გაუმართავია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება ხისტი ან მოქნილი გადაბმით, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის საჭის მექანიზმი გაუმართავია.
ბილეთი #563 ბუქსირება

აკრძალულია თუ არა, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება, რომელსაც ორი მისაბმელი აქვს?

  1. 1 არ არის აკრძალული
  2. 2 აკრძალულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ორი ან მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც ორი ან მეტი მისაბმელი აქვს.
ბილეთი #566 ბუქსირება

ბუქსირება დასაშვებია:

  1. 1 მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი არ არის სწორი
  3. 3 მოქნილი გადაბმით, როცა გზები მოყინულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია ბუქსირება: დ) მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება; ე) მოქნილი გადაბმით, როცა გზა მოყინულია.
ბილეთი #567 ბუქსირება

დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს:

  1. 1 საგაბარიტო სინათლეები
  2. 2 ნისლსაწინააღმდეგო ფარები
  3. 3 ახლო განათების ფარები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში ამ ტრანსპორტის უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს საავარიო გაჩერების ნიშანი.
ბილეთი #570 ბუქსირება

სულ მცირე, რამდენი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი) უნდა დამაგრდეს დრეკად შემაერთებელ რგოლზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას?

  1. 1 ოთხი
  2. 2 სამი
  3. 3 ორი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი).
ბილეთი #590 ბუქსირება
ბილეთი #590 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, რამდენ საგზაო მოძრაობის წესს არღვევს ისრის მიმართულებით მოძრავი მობუქსირე სატვირთო ავტომობილის მძღოლი, თუ იგი მოძრაობს 60 კმ/სთ სიჩქარით?

  1. 1 არც ერთს
  2. 2 ერთს
  3. 3 სამს
  4. 4 ორს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის მანძილი მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას უნდა იყოს 4−6 მეტრი, ხოლო ხისტი გადაბმით ბუქსირებისას – არაუმეტეს 4 მეტრისა. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი). აქ დარღვევაა: სიჩქარე და საბუქსირო მოწყობილობაზე ერთი ალამი
ბილეთი #695 ბუქსირება
ბილეთი #695 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე მითითებულს
  2. 2 კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას, ნიშანზე აღნიშნულზე ნაკლები დისტანციით
  3. 3 კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის ფაქტობრივი დატვირთვა რომელიმე ღერძზე აღემატება ნიშანზე აღნიშნულს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.12 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.12 „ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის ფაქტობრივი დატვირთვა რომელიმე ღერძზე აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.
ბილეთი #701 ბუქსირება
ბილეთი #701 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

  1. 1 იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე აღემატება ნიშანზე აღნიშნულს
  2. 2 სატრანსპორტო საშუალებებით ნიშანზე აღნიშნულზე ნაკლები დისტანციით მოძრაობას
  3. 3 იმ სატრანსპორტო საშუალებით, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.15 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.15 „სიგრძის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრა¬ობას, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.
ბილეთი #703 ბუქსირება
ბილეთი #703 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

  1. 1 ტვირთის გადამზიდი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
  2. 2 სატვირთო ავტომობილების გაჩერებას და დგომას
  3. 3 ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებითა და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულს ნებადართული მაქსიმალური მასის ზღვარს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.4 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.4 „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობებით მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულ ნებადართული მაქსიმალური მასის ზღვარს.
ბილეთი #707 ბუქსირება
ბილეთი #707 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

  1. 1 საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელებთან, ფასიან გზებზე გასასვლელებთან და ა.შ.) გაჩერების გარეშე გავლას
  2. 2 საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.17.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.1 „საბაჟო გამშვები პუნქტი“ - კრძალავს საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლას.
ბილეთი #711 ბუქსირება
ბილეთი #711 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო
  2. 2 ავტომობილებით შემდგომ მოძრაობას გზაზე არსებული საფრთხის გამო
  3. 3 საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელებთან, ფასიან გზებზე გასასვლელებთან და ა.შ.) გაუჩერებლად გავლას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.17.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.3 „კონტროლი“ − კრძალავს საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელთან, ფასიან გზაზე გასასვლელთან და ა.შ.) გაუჩერებლად გავლას.
ბილეთი #715 ბუქსირება
ბილეთი #715 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ მარცხნივ
  2. 2 კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას
  3. 3 კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.18.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას.
ბილეთი #723 ბუქსირება
ბილეთი #723 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე
  2. 2 მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე მითითებული, ან მეტი (კმ/სთ) სიჩქარით
  3. 3 კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ)
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.24 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით (კმ/სთ).
ბილეთი #729 ბუქსირება
ბილეთი #729 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 აღნიშნავს საგზაო ნიშნის 3.22-ის (სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია) მოქმედების ზონის დასასრულს
  2. 2 კრძალავს ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების გასწრებას
  3. 3 აღნიშნავს საგზაო ნიშნის 3.20-ის (გასწრება აკრძალულია) მოქმედების ზონის დასასრულს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.23 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.23 „სატვირთო ავტომობილით გასწრების აკრძალვის დასასრული” -აღნიშნავს საგზაო ნიშნის 3.22-ის („სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია”) მოქმედების ზონის დასასრულს.
ბილეთი #739 ბუქსირება
ბილეთი #739 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების დგომას თვის კენტ რიცხვებში
  2. 2 კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების დგომას თვის ლუწ რიცხვებში
  3. 3 მიუთითებს სავალ ნაწილზე ორმაგი ღერძულა ხაზის არარსებობის შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.30 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.30 „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში.
ბილეთი #741 ბუქსირება
ბილეთი #741 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

  1. 1 ნებისმიერი სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილით მოძრაობას
  2. 2 ნებისმიერი სახის სატვირთო ავტომობილით მოძრაობას
  3. 3 იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.32 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.32 „სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით.
ბილეთი #743 ბუქსირება
ბილეთი #743 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

  1. 1 ფეთქებადი და ადვილადაალებადი ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით
  2. 2 ნებისმიერი სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.33 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.33 „ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული 1.22–2.4, 3.1, 3.2, 5.2 კლასის ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი”.
ბილეთი #753 ბუქსირება
ბილეთი #753 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ნიშნის მოქმედების ზონაში მდებარე საწარმოს?

  1. 1 მხოლოდ I და II
  2. 2 მხოლოდ I და III
  3. 3 მხოლოდ II და IV
  4. 4 მხოლოდ III და IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ბ) 3.2–3.8 ნიშნებისა – სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახუ¬რება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.4 „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია”, 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა”, 3.5 „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია” და 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია”.
ბილეთი #755 ბუქსირება
ბილეთი #755 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ან ეკუთვნის ნიშნის მოქმედების ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს?

  1. 1 მხოლოდ II და IV
  2. 2 მხოლოდ II
  3. 3 მხოლოდ I და IV
  4. 4 მხოლოდ III და IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ბ) 3.2–3.8 ნიშნებისა – სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახუ¬რება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა”, 3.4 „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია”, 3.19 „მობრუნება აკრძალულია” და 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია”
ბილეთი #757 ბუქსირება
ბილეთი #757 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს მნიშვნელოვნად გამოხატული, ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი, ან ტრანსპორტზე, რომელსაც გადაჰყავს აღნიშნული პირები?

  1. 1 მხოლოდ I და II
  2. 2 მხოლოდ I და III
  3. 3 მხოლოდ II და IV
  4. 4 მხოლოდ III და IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.დ) 3.2, 3.3, 3.28–3.30 ნიშნებისა – იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.2 „მოძრაობა აკრძალულია”, 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია”, 3.28 „დგომა აკრძალულია” და 3.20 „გასწრება აკრძალულია”.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.