სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

25 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

რეაქციის დრო, დამუხრუჭების მანძილი, უსაფრთხო დისტანცია და ინტერვალი.

ბილეთი #1307 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდისას საბურავის გზასთან ჩაჭიდების ძალა:

  1. 1 არ იცვლება
  2. 2 მცირდება
  3. 3 იზრდება
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდისას საბურავის გზასთან ჩაჭიდების ძალა მცირდება.
ბილეთი #1381 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

რაზეა დამოკიდებული სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო მანძილი?

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ გარემოებაზე
  2. 2 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე
  3. 3 მხოლოდ გზის საფარის მდგომარეობაზე
  4. 4 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე
კანონის ახსნა
სამუხრუჭო მანძილის მნიშვნელობა დამოკიდებულია როგორც სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე, ასევე გზის საფარის მდგომარეობაზე და სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე.
ბილეთი #1428 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივმა დამუხრუჭებამ გამორთული გადაბმულობით შეიძლება გამოიწვიოს:

  1. 1 საჭით მართვის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა
  2. 2 სამუხრუჭე სისტემის გადახურება და დამუხრუჭების ეფექტურობის შემცირება
  3. 3 სამუხრუჭო მანძილის შემცირება
  4. 4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
კანონის ახსნა
ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივმა დამუხრუჭებამ გამორთული გადაბმულობით შეიძლება გამოიწვიოს სამუხრუჭო სისტემის გადახურება და დამუხრუჭების ეფექტურობის შენცირება.
ბილეთი #1695 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია:

  1. 1 დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე
  2. 2 სიჩქარის გაზრდა და ავტომობილის მიმართვა მარცხენა მხარეს
  3. 3 ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭება მის სრულ გაჩერებამდე
კანონის ახსნა
თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე.
ბილეთი #1728 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

თუ ავტომობილი აღჭურვილია მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით (ABS):

  1. 1 მძღოლს შეუძლია დამუხრუჭება დაიწყოს მოგვიანებით, რადგან სამუხრუჭო მანძილი მცირდება
  2. 2 ასეთი ავტომობილი დამუხრუჭებისას უკეთ მართვადია
  3. 3 მატულობს სამუხრუჭო სისტემის სიმძლავრე
კანონის ახსნა
მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით (ABS) აღჭურვილი ავტომობილი დამუხრუჭებისას უკეთ სამართავია.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.