მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

84 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ზოლის შეცვლა, მოხვევა, უკუსვლა და ავტომობილის სწორი განლაგება.

ბილეთი #362 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #362 — სიტუაციის სურათი

აქვს თუ არა უფლება სატვირთო ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია მარცხენა ზოლიდან მობრუნებისათვის?

  1. 1 აქვს უფლება
  2. 2 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, თუ გზაჯვარედინის მიღმა, მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მანევრისთვის, ეს უკანასკნელი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირიდან ან მარჯვენა გვერდულიდან, ამასთან, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს თანმხვედრი და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. ამავე კანონის მე-2 დანართის 1.11 პუნქტის თანახმად, ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნა 1.11. ყოფს საპირისპირო ან თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლე¬ლს და ა. შ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს. 1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, აგრეთვე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას.
ბილეთი #363 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #363 — სიტუაციის სურათი

თუ სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია მარცხენა ზოლიდან სატვირთო ავტომობილის მობრუნებისათვის, ისრის მიმართულებით მოძრაობისას სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს:

  1. 1 სამივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
  2. 2 მხოლოდ თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  3. 3 მხოლოდ შავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  4. 4 მხოლოდ ტრამვაის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების თანახმად: 10. თუ გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მობრუნებისთვის, ეს მანევრი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდიდან ან მარჯვენა გვერდულადან. ამასთანავე, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს თანმხვედრი და საპირისპირო მიმართულებებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. 11. თუ გზაჯვარედინზე სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მობრუნებისთვის, მძღოლი ვალდებულია ეს მანევრი შეასრულოს გზაჯვარედინის მიღმა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გზაჯვარედინის სიახლოვეს გზის სიგანე ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ უნდა შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება იმ გზაჯვარედინებზე, რომლებზედაც მობრუნება აკრძალულია შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით.
ბილეთი #364 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #364 — სიტუაციის სურათი

აქვს თუ არა უფლება სატვირთო ავტომობილის მძღოლს, გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია მარცხენა ზოლიდან მოხვევისათვის?

  1. 1 აქვს უფლება, თუ უზრუნველყოფილი იქნება მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ შეექმნება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს
  2. 2 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის თანახმად: 7. სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას: ბ) მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს. 8. თუ მძღოლი სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის ან სხვა მიზეზის გამო ვერ ასრულებს მოხვევას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით დასაშვებია ამ წესებიდან გადახვევა, თუ უზრუნველყოფილი იქნება მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ შეექმნება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
ბილეთი #366 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #366 — სიტუაციის სურათი

გზაჯვარედინის სიახლოვეს გზის სიგანე მობრუნების შესაძლებლობას არ იძლევა. აქვს თუ არა უფლება სატვირთო ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით?

  1. 1 აქვს უფლება
  2. 2 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, თუ გზაჯვარედინზე სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მობრუნებისთვის, მძღოლი ვალდებულია ეს მანევრი შეასრულოს გზაჯვარედინის მიღმა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გზაჯვარედინის სიახლოეს გზის სიგანე ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნას მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ უნდა შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება იმ გზაჯვარედინებზე, რომლებზე მობრუნება აკრძალულია შესაბამისი საგზაო ნიშნით ან მონიშვნით. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშანები) 3.19 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.19 „მობრუნება აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას.
ბილეთი #367 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #367 — სიტუაციის სურათი

გზიდან გასასვლელად მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

  1. 1 მხოლოდ A მიმართულებით
  2. 2 მხოლოდ B მიმართულებით
  3. 3 როგორც A, ასევე B მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, დამუხრუჭების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი, რომელიც მოხვევას აპირებს, დროულად უნდა გადაადგილდეს ამ ზოლზე და შემდეგ უნდა შეანელოს სიჩქარე.
ბილეთი #369 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #369 — სიტუაციის სურათი

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ ტრაქტორი მოძრაობს 25 კმ/სთ სიჩქარით?

  1. 1 აქვს უფლება
  2. 2 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს.
ბილეთი #371 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #371 — სიტუაციის სურათი

ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრის მიმართულებით ავტომობილის მობრუნება, თუ ხილვადობა შეზღუდულია 90 მეტრამდე?

  1. 1 არ ეკრძალება
  2. 2 ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია.
ბილეთი #374 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #374 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მობრუნება დასაშვებია:

  1. 1 მხოლოდ B მიმართულებით
  2. 2 როგორც A, ასევე B მიმართულებით
  3. 3 ორივე მიმართულებით დაუშვებელია
  4. 4 მხოლოდ A მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ. ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.5 პუნქტის თანახმად ჰორიზონტალური მონიშვნა 1.5. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი და მეტი ზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.
ბილეთი #376 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #376 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მობრუნება დასაშვებია:

  1. 1 მხოლოდ A მიმართულებით
  2. 2 როგორც A, ასევე B მიმართულებით
  3. 3 მხოლოდ B მიმართულებით
  4. 4 ორივე მიმართულებით დაუშვებელია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; ვ) იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.16 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.16 „ავტობუსის და (ან) ტროლეიბუსის გაჩერების ადგილი“ აღნიშნავს შესაბამისი სახის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გასაჩერებელ ადგილს. ამავე თავის 5.19.1 და 5.19.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 5.19.1 და 5.19.2 „ქვეითთა გადასასვლელი“ - აღნიშნავს გზაზე ქვეთთა გადასასვლელისთვის გამოყოფილ ადგილს. ნიშანი 5.19.1 იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 5.19.2 - გზის მარცხენა მხარეს. გადასასვლელზე 1.14 მონიშვნის არ არსებობისას ნიშანი 5.19.1 იდგმება გადასასვლელის ახლო საზღვართან, ხოლო ნიშანი 5.19.2 - გადასასვლელის შორ საზღვართან.
ბილეთი #383 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #383 — სიტუაციის სურათი

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

  1. 1 მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
  2. 2 მხოლოდ მარცხნივ და მარჯვნივ
  3. 3 მხოლოდ მარცხნივ
  4. 4 მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტების თანახმად, სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას: ა) მარჯვენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალებამ უნდა იმოძრაოს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან და შემდეგ შეასრულოს შეძლებისდაგვარად მოკლე მანევრი; ბ) მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს. ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.1 პუნქტის თანახმად ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე - აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ან სავალი ნაწილის საზღვრებს, რომლებზედაც შესვლა აკრძალულია; 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.
ბილეთი #384 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #384 — სიტუაციის სურათი

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

  1. 1 მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
  2. 2 მხოლოდ მარცხნივ და მარჯვნივ
  3. 3 მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
  4. 4 მხოლოდ მარჯვნივ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტების თანახმად, სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას: ა) მარჯვენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალებამ უნდა იმოძრაოს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან და შემდეგ შეასრულოს შეძლებისდაგვარად მოკლე მანევრი; ბ) მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს. ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.1 პუნქტის თანახმად ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე - აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ან სავალი ნაწილის საზღვრებს, რომლებზედაც შესვლა აკრძალულია; 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.
ბილეთი #385 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #385 — სიტუაციის სურათი

ავტომობილის მძღოლი გასცდა მარჯვნივ მოსახვევს. ეკრძალება თუ არა მას მოსახვევში შესასვლელად ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?

  1. 1 არ ეკრძალება
  2. 2 ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება. აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში.
ბილეთი #386 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

ორმხრივ მოძრაობიანი გზის სავალ ნაწილის შუაში, მასთან ერთ დონეზე ტრამვაის ლიანდაგის მდებარეობისას, საპირისპირო მოძრაობის მხარეების გამყოფად მიიჩნევა:

  1. 1 თანხვედრი მიმართულებით მოძრავი ტრამვაის მარჯვენა ლიანდაგი
  2. 2 საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრამვაის მარცხენა ლიანდაგი
  3. 3 საპირისპიროდ მოძრავი ტრამვაის ლიანდაგებს შორის წარმოსახვითი შუა ხაზი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ორმხრივმოძრაობიან გზაზე, სავალი ნაწილის შუაში, მასთან ერთ დონეზე ტრამვაის ლიანდაგის მდებარეობისას, საპირისპირო მოძრაობის მხარეების გამყოფად მიიჩნევა საპირისპიროდ მოძრავი ტრამვაის ლიანდაგებს შორის წარმოსახვითი შუა ხაზი.
ბილეთი #387 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #387 — სიტუაციის სურათი

აქვს თუ არა სატვირთო ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის უფლება, თუ მოცემული ორმხრივ მოძრაობიანი გზის შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება?

  1. 1 აქვს უფლება
  2. 2 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამი მოძრაობის ზოლის მქონე (გარდა 1.9 საგზაო მონიშვნისა) ორმხრივმოძრაობიან გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გადავიდეს სავალი ნაწილის განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება. თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით.
ბილეთი #388 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #388 — სიტუაციის სურათი

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

  1. 1 მხოლოდ B მიმართულებით
  2. 2 მხოლოდ A მიმართულებით
  3. 3 როგორც A, ასევე B მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს.
ბილეთი #392 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

აკრძალულია თუ არა ურელსო სატრანსპორტო საშუალებით საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა?

  1. 1 არ არის აკრძალული, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის ყველა ზოლი დაკავებულია
  2. 2 აკრძალულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი ყველა მოძრაობის ზოლი დაკავებულია, აგრეთვე დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების, ან მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.
ბილეთი #393 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ შემთხვევაშია ნებადართული გზის მარცხენა მხარეს, სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული თანხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე ურელსო სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა?

  1. 1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის ყველა ზოლი დაკავებულია
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ამით ტრამვაის მოძრაობას არ შეექმნება დაბრკოლება
  3. 3 მხოლოდ მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევაში
  4. 4 მხოლოდ დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების შემთხვევაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი ყველა მოძრაობის ზოლი დაკავებულია, აგრეთვე დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების, ან მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.
ბილეთი #394 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ ადგილას არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მობრუნება?

  1. 1 მხოლოდ ავტომაგისტრალზე
  2. 2 მხოლოდ გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას
  4. 4 მხოლოდ იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება: ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ვ) იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა.
ბილეთი #395 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ, მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას, მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში, გავლის უპირატესობა ენიჭება:

  1. 1 მარცხნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
  2. 2 მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძრაობის ზოლიდან ზოლში მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად გადასვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში გავლის უპირატესობა ენიჭება მარჯვნივ მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
ბილეთი #396 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას უახლოვდება:

  1. 1 მარცხნიდან
  2. 2 მარჯვნიდან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.