პრიორიტეტის ნიშნები

27 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ვის აქვს უპირატესობა — მთავარი გზა, დათმობა, „მოძრაობის გარეშე გაჩერება".

ბილეთი #1358 პრიორიტეტის ნიშნები

სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას საგზაო-სატრანსპორტო ან/და საგანგებო შემთხვევებში მძღოლი ვალდებულია იმოქმედოს:

  1. 1 მხოლოდ კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის ტექნიკური პირობების შესაბამისად
  2. 2 მხოლოდ ტვირთის გამგზავნის მიერ გაცემული წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად
  3. 3 როგორც კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე არსებული წესის, ასევე ტექნიკური პირობებისა და ტვირთის გამგზავნის მიერ გაცემული წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად
  4. 4 მხოლოდ კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე არსებული წესის შესაბამისად
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლი წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად ვალდებულია, საგზაო სატრანსპორტო ან/და საგანგებო შემთხვევებში იმოქმედოს კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე არსებული წესის, ტექნიკური პირობების და ტვირთის გამგზავნის მიერ გაცემული წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად.
ბილეთი #1359 პრიორიტეტის ნიშნები

სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება:

  1. 1 მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით
  2. 2 მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება
  3. 3 მხოლოდ გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა
  4. 4 ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება, ასევე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით და გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება: ა) საწვავით გამართვა ავტოგასამართ სადგურებში საერთო სარგებლობის სვეტებიდან (ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერების გადაზიდვის შემთხვევაში); ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება; გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით; დ) გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა; ე) თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე; ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება; თ) სხვა ტვირთის გადაზიდვა ან/და იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები.
ბილეთი #1360 პრიორიტეტის ნიშნები

სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება:

  1. 1 მხოლოდ თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში
  2. 2 მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება
  3. 3 მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე
  4. 4 თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე და ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება: ა) საწვავით გამართვა ავტოგასამართ სადგურებში საერთო სარგებლობის სვეტებიდან (ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერების გადაზიდვის შემთხვევაში); ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება; გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით; დ) გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა; ე) თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე; ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება; თ) სხვა ტვირთის გადაზიდვა ან/და იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები.
ბილეთი #1361 პრიორიტეტის ნიშნები

სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება:

  1. 1 მხოლოდ იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები
  2. 2 მხოლოდ სხვა ტვირთის გადაზიდვა
  3. 3 სხვა ტვირთის გადაზიდვა და იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება: ა) საწვავით გამართვა ავტოგასამართ სადგურებში საერთო სარგებლობის სვეტებიდან (ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერების გადაზიდვის შემთხვევაში); ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება; გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით; დ) გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა; ე) თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე; ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება; თ) სხვა ტვირთის გადაზიდვა ან/და იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები.
ბილეთი #1362 პრიორიტეტის ნიშნები

დასაშვებია თუ არა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება?

  1. 1 დასაშვებია
  2. 2 არ არის დასაშვები
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს დაუშვებელია აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება.
ბილეთი #1363 პრიორიტეტის ნიშნები

დასაშვებია თუ არა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ერთზე მეტი მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის ჩაბმა?

  1. 1 არ არის დასაშვები
  2. 2 დასაშვებია
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ერთზე მეტი მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის ჩაბმა.
ბილეთი #1364 პრიორიტეტის ნიშნები

საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას, გზაზე ტვირთის გაბნევა/დაღვრის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია:

  1. 1 შეწყვიტოს მოძრაობა და მიიღოს ზომები აღნიშნულის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად
  2. 2 აღნიშნულის თაობაზე ტელეფონით აცნობოს ტვირთის გამომგზავნს და გააგრძელოს მოძრაობა
  3. 3 მოძრაობა გააგრძელოს არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით, რათა ჩამოყრილმა/ჩამოღვრილმა ტვირთმა საფრთხე არ შეუქმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ტრანსპორტირებისას გამორიცხოს ტვირთის გაბნევა/დაღვრა სავალ ნაწილზე. გზაზე ტვირთის გაბნევა/დაღვრის შემთხვევაში, შეწყვიტოს მოძრაობა და მიიღოს ზომები აღნიშნულის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.