გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

51 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ახლო/შორი განათება, ნისლის ფარები, გაბარიტები, ხმოვანი სიგნალი.

ბილეთი #968 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მოძრაობისას, ნისლსაწინააღმდეგო ფარების ჩართვა ხორციელდება:

  1. 1 საავარიო შუქსიგნალიზაციასთან ერთად
  2. 2 შორი ან ახლო განათების ფარებთან ერთად
  3. 3 მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მოძრაობისას, ნისლსაწინააღმდეგო ფარები ირთვება შორი ან ახლო განათების ფარებთან ერთად.
ბილეთი #969 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

წინა საგაბარიტო სინათლეებით აღჭურვილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, ასეთი სინათლეები უნდა ჩაირთოს:

  1. 1 მხოლოდ შორი განათების ფარებთან ერთად
  2. 2 შორი ან ახლო განათების ფარებთან ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად
  3. 3 მხოლოდ ახლო განათების ფარებთან ერთად
  4. 4 მხოლოდ წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, წინა საგაბარიტო სინათლეებით აღჭურვილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ასეთი სინათლეები უნდა ჩაირთოს შორი ან ახლო განათების ფარებთან ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად.
ბილეთი #973 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მისაბმელზე:

  1. 1 ჩართული უნდა იყოს წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე
  2. 2 ჩართული უნდა იყოს მხოლოდ ერთი უკანა საგაბარიტო სინათლე
  3. 3 დამაგრებული უნდა იყოს მხოლოდ სპეციალური შუქამრეკლი მოწყობილობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მოპედზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები, ხოლო მისაბმელზე – წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე.
ბილეთი #974 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

თუ ავტომობილი აღჭურვილია წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ისინი უნდა იყოს:

  1. 1 წითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ერთი
  2. 2 წითელი ან ყვითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ოთხი
  3. 3 თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ორი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ისინი უნდა იყოს თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლის, ორი, ხოლო მოტოციკლზე − ერთი.
ბილეთი #975 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებზე ან მისაბმელზე დაყენებულია უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები, ისინი უნდა იყოს:

  1. 1 თეთრი ფერის
  2. 2 ყვითელი ფერის
  3. 3 წითელი ფერის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მისაბმელზე დაყენებულია უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები, ისინი წითელი უნდა იყოს.
ბილეთი #976 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა:

  1. 1 მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას
  2. 2 მხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში
  4. 4 მხოლოდ ავტობუსით ან სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა: ბ) ავტობუსით ან სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას; დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე; ე) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას.
ბილეთი #977 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

თუ საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ მიანიშნებს ამის აუცილობლობაზე, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემხვედრის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ:

  1. 1 150 მეტრის მანძილზე
  2. 2 200 მეტრის მანძილზე
  3. 3 300 მეტრის მანძილზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: ბ) შემხვედრისთვის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ 150 მეტრ მანძილზე, რათა ფარების შუქმა შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს თვალი არ მოსჭრას და მას მიეცეს მოძრაობის მშვიდად და უსაფრთხოდ გაგრძელების საშუალება, აგრეთვე უფრო შორ მანძილზე, თუ საპირისპირო მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფარის/ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნებს ამის აუცილებლობაზე.
ბილეთი #979 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად ჩაირთოს ახლო განათების ფარები:

  1. 1 საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისას
  2. 2 როცა თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ან გზის გასწვრივ გამავალი სანაოსნო ან სალიანდაგო გზით მოსარგებლეთა მხედველობის დაბინდვა
  3. 3 თუ ხილვადობა 300 მეტრზე ნაკლებია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: გ) ნებისმიერ სხვა პირობებში, როცა თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ან გზის გასწვრივ გამავალი სანაოსნო ან სალიანდაგო გზით მოსარგებლეთა მხედველობის დაბინდვა.
ბილეთი #980 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

დღე-ღამის ბნელ დროს, დასახლებულ პუნქტში მოძრაობისას, თუ გზა საკმარისად არის განათებული:

  1. 1 უნდა ჩაირთოს საგაბარიტო სინათლეები
  2. 2 უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები
  3. 3 უნდა ჩაირთოს შორი განათების ფარები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: ა) დასახლებულ პუნქტში, თუ გზა საკმარისად არის განათებული, და დაუსახლებელ პუნქტში, თუ სავალი ნაწილი თანაბრად არის განათებული და ეს განათება საკმარისია მძღოლისათვის საკმარის მანძილზე კარგი ხილვადობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე იმისათვის, რომ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები საკმარის მანძილზე ხედავდნენ მოცემულ სატრანსპორტო საშუალებას.
ბილეთი #981 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

უკუსვლის მაშუქების ჩართვა ნებადართულია:

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში
  2. 2 მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა სატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ან აპირებს უკუსვლით მოძრაობას
  3. 3 მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა სატრანსპორტო საშუალება ამუხრუჭებს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, უკუსვლის მაშუქის ჩართვა ნებადართულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ან აპირებს უკუსვლით მოძრაობას.
ბილეთი #983 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა:

  1. 1 დასაშვებია, მხოლოდ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებზე
  2. 2 დასაშვებია
  3. 3 დაუშვებელია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან აღჭურვა დამატებითი სინათლეებით, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოცემულ მოთხოვნებს.
ბილეთი #984 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან მისი აღჭურვა დამატებითი სინათლეებით?

  1. 1 დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით
  2. 2 არ არის დასაშვები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან აღჭურვა დამატებითი სინათლეებით, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოცემულ მოთხოვნებს.
ბილეთი #985 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

დასაშვებია თუ არა ერთსა და იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე ერთნაირი დანიშნულებისა და ერთსა და იმავე მხარეს მიმართული სხვადასხვა ფერის ფარების დაყენება?

  1. 1 დასაშვებია მხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილზე
  2. 2 დასაშვებია
  3. 3 დაუშვებელია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე ერთნაირი დანიშნულებისა და ერთსა და იმავე მხარეს მიმართული ფარები ერთი ფერის უნდა იყოს. ლუწი რაოდენობის ფარები და შუქამრეკლი მოწყობილობები სატრანსპორტო საშუალების შუა გრძივ კვეთასთან მიმართებით სიმეტრიულად უნდა იყოს განლაგებული, გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის გარეგანი ფორმა არ არის სიმეტრიული. ერთნაირი დანიშნულების ფარების ყოველ წყვილს აშკარად ერთნაირი შუქძალა უნდა ჰქონდეს.
ბილეთი #986 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

დასახლებულ პუნქტში ფარა-პროჟექტორით და ფარა-მაძიებლით სარგებლობა შეუძლია:

  1. 1 ნებისმიერ მძღოლს, სურვილის შემთხვევაში
  2. 2 მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
  3. 3 მხოლოდ სახიფათო ტვირთის გადამტანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ფარა-პროჟექტორითა და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
ბილეთი #987 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

ფარა-პროჟექტორით და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია:

  1. 1 დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია, შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე
  2. 2 მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალება
  3. 3 დასახლებულ პუნქტში ცალხრივ მოძრაობიან გზის სავალ ნაწილზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ფარა-პროჟექტორითა და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
ბილეთი #988 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გაჩერდნენ ან იმყოფებოდნენ სადგომზე რაიმე სახის გარე სანათი ხელსაწყოების ჩაურთველად:

  1. 1 მხოლოდ სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  3. 3 მხოლოდ იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: ა) იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე; ბ) სავალი ნაწილისა და მკვრივი საფრის მქონე გვერდულების მიღმა.
ბილეთი #989 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

დასახლებულ პუნქტებში წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ნაცვლად შეიძლება ჩართულ იქნეს პარკირების ნათურები იმ პირობით, რომ:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია მისაბმელი
  2. 2 დაცულია ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პირობა
  3. 3 სატრანსპორტო საშუალების სიგრძე არ აღემატება 6 მეტრს, სიგანე - 2 მეტრს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასახლებულ პუნქტში წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ნაცვლად შეიძლება ჩართულ იქნეს პარკირების ნათურები იმ პირობით, რომ: ა) სატრანსპორტო საშუალების სიგრძე არ აღემატება 6 მეტრს, ხოლო სიგანე − 2 მეტრს; ბ) სატრანსპორტო საშუალებას არ აქვს მისაბმელი.
ბილეთი #991 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

ხელით გადასაადგილებელ ურიკებს, რომელთა სიგანე ერთ მეტრს აღემატება, უნდა ჰქონდეს, სულ მცირე:

  1. 1 მხოლოდ ერთი წინა ყვითელი ან თეთრი სელექციური სინათლე
  2. 2 ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე და ერთი უკანა წითელი სინათლე
  3. 3 მხოლოდ ერთი უკანა წითელი სინათლე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ურიკას, რომელიც ხელით გადაადგილდება, უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე და სულ მცირე ერთი უკანა წითელი სინათლე. ამ ორი სინათლის წყარო შეიძლება იყოს ერთი ფარანი, რომელიც განლაგებული უნდა იყოს ურიკის მარცხენა მხარეს. ფარანი არ არის აუცილებელი იმ ხელის ურიკისათვის, რომლის სიგანე 1 მეტრს არ აღემატება.
ბილეთი #993 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

საჭაპანო ტრანსპორტზე, რომლის სიგანე ერთ მეტრს აღემატება, ყველა შემთხვევაში, წინა და უკანა მხარეს თითო ფარანი უნდა განლაგდეს:

  1. 1 შუაში
  2. 2 მარჯვენა მხარეს
  3. 3 მარცხენა მხარეს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჭაპანო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე და ერთი უკანა წითელი სინათლე. წინა და უკანა მხარეს თითო ფარანი განლაგებული უნდა იყოს მარცხენა მხარეს.
ბილეთი #1034 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

დაარღვევს თუ არა სატვირთო ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ იგი მუშა სამუხრუჭო სისტემის გაუმართაობისას სარემონტო ადგილამდე იმოძრავებს ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით?

  1. 1 არ დაარღვევს
  2. 2 დაარღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.