მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

80 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ძირითადი მოვალეობები, საცნობი ნიშნები და საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნები.

ბილეთი #918 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„შეზღუდული ხილვადობა“ არის:

  1. 1 გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება
  2. 2 გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 89-ე პუნქტის თანახმად, „შეზღუდული ხილვადობა“ - გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას.
ბილეთი #919 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

“მგზავრი” არის:

  1. 1 პირი, რომელიც უშუალოდ მართავს სატრანსპორტო საშუალებას
  2. 2 პირი, რომელიც გადასაადგილებლად იყენებს გორგოლაჭებს
  3. 3 პირი, რომელიც იმყოფება ან ადის სატრანსპორტო საშუალებაში (სატრანსპორტო საშუალებაზე) ან ჩამოდის სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ მართავს მას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 34-ე პუნქტის თანახმად, „მგზავრი“ - პირი, რომელიც იმყოფება ან ადის სატრანსპორტო საშუალებაში (სატრანსპორტო საშუალებაზე) ან ჩამოდის სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ მართავს მას.
ბილეთი #920 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

ქვემოთ ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებიდან, რომელია "მექანიკური სატრანსპორტო საშუალება"?

  1. 1 ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი
  2. 2 ტრამვაი
  3. 3 ველოსიპედი
  4. 4 მოპედი
კანონის ახსნა
საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 35-ე პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება − ძრავიანი (თვითმავალი) სატრანსპორტო საშუალება, გარდა ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა, კიდულძრავიანი ველოსიპედისა და სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალებისა.
ბილეთი #921 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

მსუბუქი ავტომობილი არის:

  1. 1 არაუმეტეს 3 500 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტომობილი(გარდა მოტოციკლისა და მოპედისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება
  2. 2 4500 კგ-მდე სრული მასის მქონე ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, მაგრამ არ აღემატება 12-ს
  3. 3 2500 კგ-მდე სრული მასის მქონე მოტოციკლი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 46-ე პუნქტის თანახმად, მსუბუქი ავტომობილი არის − არაუმეტეს 3 500 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალება (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება.
ბილეთი #922 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„მსუბუქი მისაბმელი“ არის:

  1. 1 მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს
  2. 2 მისაბმელი, რომლის სრული მასა არ აღემატება 950 კგ-ს
  3. 3 მისაბმელი, რომლის დაუტვირთავი წონა არ აღემატება 850 კგ-კგ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 48-ე პუნქტის თანახმად, „მსუბუქი მისაბმელი“ - მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.
ბილეთი #923 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ შემთხვევაში მიიჩნევა სატრანსპორტო საშუალება რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე „საერთაშორისო მოძრაობა“-ში მყოფად;

  1. 1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ამ სახელმწიფოს გარეთ აქვს
  2. 2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ქვეყანაში შემოტანილია დროებით, მაგრამ არა უმეტეს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი ვადისა
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  4. 4 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ არის რეგისტრირებული ამ სახელმწიფოში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 66-ე პუნქტის თანახმად, საერთაშორისო მოძრაობა − რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი სატრანსპორტო საშუალება საერთაშორისო მოძრაობაში მყოფად მიიჩნევა, თუ იგი: ა) ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ამ სახელმწიფოს გარეთ აქვს; ბ) არ არის რეგისტრირებული ამ სახელმწიფოში; გ) ამ სახელმწიფოში შეტანილია დროებით, მაგრამ არაუმეტეს მისი კანონმდებლობით დადგენილი ვადისა. შენიშვნა: სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა საერთაშორისო მოძრაობაში მყოფად მიიჩნევა, თუ მასში შემავალი თუნდაც ერთი სატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ბილეთი #924 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

“სატრანსპორტო საშუალება” არის:

  1. 1 გზაზე მოძრავი ან მასზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც გადაადგილდება ძრავის ან სხვა ძალის გამოყენებით
  2. 2 გზაზე მოძრავი ან მასზე სამოძრაოდ განკუთვნილი, მხოლოდ ის ძრავიანი მოწყობილობა რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 73-ე პუნქტის თანახმად, „სატრანსპორტო საშუალება“ - გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება.
ბილეთი #925 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

სატრანსპორტო საშუალების “სრული მასა” არის:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების მასის ნაწილი, რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას
  2. 2 სატრანსპორტო საშუალების მასა ეკიპაჟის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
  3. 3 ტვირთით, ეკიპაჟითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი
  4. 4 მოცემული დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების, ეკიპაჟისა და მგზავრების მასა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-80 პუნქტის თანახმად, „სრული მასა“ - ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი. სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის სრული მასა გამოიანგარიშება მასში შემავალი სატრანსპორტო საშუალებების სრულ მასათა ჯამით.
ბილეთი #939 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე დატვირთვის განსაზღვრისას, სატრანსპორტო საშუალების განივ ჭრილში ერთ ხაზზე განლაგებული, კონსტრუქციულად განცალკევებული ღერძები განიხილება, როგორც:

  1. 1 ერთი მთლიანი ღერძი
  2. 2 ერთი მთლიანი ღერძი - არაწამყვანი ღერძის შემთხვევაში, დამოუკიდებული ღერძები - წამყვანი ღერძის შემთხვევაში
  3. 3 დამოუკიდებელი ღერძები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 88-ე პუნქტის თანახმად, ღერძზე დატვირთვა არის სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნაწილი, რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას. თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე დატვირთვის განსაზღვრისას სატრანსპორტო საშუალების განივ ჭრილში ერთ ხაზზე განლაგებული, კონსტრუქციულად განცალკევებული ღერძები განიხილება, როგორც ერთი მთლიანი ღერძი.
ბილეთი #949 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება:

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი
  2. 2 გამყოფი ზოლის მარჯვნივ არსებული სავალი ნაწილი
  3. 3 გამყოფი ზოლის მარცხნივ არსებული სავალი ნაწილი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება გამყოფი ზოლის მარცხნივ არსებული სავალი ნაწილი.
ბილეთი #961 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფარის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ ის იმყოფება:

  1. 1 ავტომაგისტრალთან გათანაბრებულ გზაზე
  2. 2 მთავარ გზაზე
  3. 3 მეორეხარისხოვან გზაზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფრის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ იგი მეორეხარისხოვან გზაზე იმყოფება.
ბილეთი #962 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

თუ გზაზე საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებული დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებულ საგზაო ნიშნის მოთხოვნებს მძღოლი ვალდებულია შეასრულოს:

  1. 1 საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებული დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები
  2. 2 სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის მოთხოვნები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ გზაზე დროებით გადასატან სადგარზე ან საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებულია საგზაო ნიშანი (შემდგომ − დროებითი საგზაო ნიშანი), რომლის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის მოთხოვნებს, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები.
ბილეთი #1053 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში ავტომობილზე თავსდება საქარე მინის:

  1. 1 ზედა მარჯვენა კუთხეში
  2. 2 ქვედა მარცხენა კუთხეში
  3. 3 ქვედა მარჯვენა კუთხეში
  4. 4 ზედა მარცხენა კუთხეში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში თავსდება ავტომობილზე, საქარე მინის ქვედა მარცხენა კუთხეში.
ბილეთი #1056 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა
  2. 2 ქარხანა-დამამზადებლის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სრული მასის ზღვარი
  3. 3 ტვირთის გადამზიდველის ან ექსპედიტორის მიერ ზედნადებით განსაზღვრული მასა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასა სარეგისტრაციო დოკუმენტით განისაზღვრება. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა ქარხანა-დამამზადებლის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სრული მასის ზღვარი.
ბილეთი #1059 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

აკრძალულია თუ არა გზაზე მოძრაობა იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომლის ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას?

  1. 1 არ არის აკრძალული, თუ იგი ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც გზაზე მოძრაობს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდგომ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად
  2. 2 აკრძალულია ნებისმიერ შემთხვევაში
  3. 3 არ არის აკრძალული, თუ იგი ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ აღემატებოდეს 11,5 ტონას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ თანახმად, აკრძალულია გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის: ა) თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ნებადართულ მაქსიმალურ მასაზე ფაქტობრივი მასის გადაჭარბების აკრძალვისა, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდეგ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად.
ბილეთი #1089 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

მოტოციკლის, ავტობუსის, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მართვა შეუძლია მხოლოდ იმ პირს:

  1. 1 რომელიც აკმაყოფილებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა პირობას
  2. 2 რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებს
  3. 3 რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს: ა) რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს; ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული).
ბილეთი #1091 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა:

  1. 1 აღემატება 4 500კგ-ს
  2. 2 არ აღემატება 3 500 კგ-ს
  3. 3 აღემატება 3 500კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 4 500კგ-ს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ბ) „B“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1“ ქვეკატეგორიას ან „A“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს.
ბილეთი #1092 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს არა უმეტეს 3 500 კგ-ს ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მსუბუქი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა:

  1. 1 არ აღემატება 8-ს
  2. 2 აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს
  3. 3 აღემატება 16-ს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ბ) „B“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1“ ქვეკატეგორიას ან „A“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს
ბილეთი #1093 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

აქვს თუ არა უფლება „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს მართოს „B“ კატეგორიის ავტომობილი მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს?

  1. 1 აქვს უფლება
  2. 2 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ბ) „B“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1“ ქვეკატეგორიას ან „A“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს
ბილეთი #1098 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

აქვს თუ არა უფლება „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს, მართოს „B“ კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3500 კგ-ს?

  1. 1 არ აქვს უფლება
  2. 2 აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ე) „BE“ − „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.