ბილეთი #1035გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
დაარღვევს თუ არა სატვირთო ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ იგი საჭის მექანიზმის გაუმართაობისას სარემონტო ადგილამდე იმოძრავებს ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით?
1დაარღვევს
2არ დაარღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
ბილეთი #1306გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შორი ნათების ფარები უნდა გამორთოს და ჩართოს ახლო ნათების ფარები:
1მხოლოდ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გამოჩენისას
2ნებისმიერ შემთხვევაში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამორთოს შორი ნათების ფარები და ჩართოს ახლო ნათების ფარები.
ბილეთი #1314გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
სატრანსპორტო საშუალების რომელი გარე სანათი ხელსაწყოების ჩართვა უზრუნველყოფს გზის უკეთეს ხილვადობას დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის პირობებში?
1ნისლსაწინააღმდეგო ფარები შორი ნათების ფარებთან ერთად
2შორი ნათების ფარები
3ნისლსაწინააღმდეგო ფარები ახლო ნათების ფარებთან ერთად
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის პირობებში გზის უკეთეს ხილვადობის უზრუნველასაყოფად მიზანშეწონილია ნისლსაწინააღმდეგო ფარების ახლო ნათების ფარებთან ერთად ჩართვა.
ბილეთი #1725გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, ავტომობილის რომელი კვანძის გამართულობა უნდა შეამოწმოს მძღოლმა რეგულარულად?
1მხოლოდ საჭის მართვის მექანიზმის
2მხოლოდ საბურავების
3ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა კვანძის
4მხოლოდ გარე სანათი ხელსაწყოების
კანონის ახსნა
ავტომობილის მძღოლმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს როგორც საჭის მართვის მექანიზმის, ასევე საბურავების და გარე სანათი ხელსაწყოების გამართულობა.
ბილეთი #1726გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
სატვირთო ფურგონის სატვირთო განყოფილების საერთო ტევადობის გამოთვლისას, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი პარამეტრი არ უნდა იქნას გათვალისწინებული?
1ფურგონის სატვირთო განყოფილების სიგრძე
2ფურგონის სატვირთო განყოფილების სიმაღლე
3ავტომობილის საერთო სიგრძე
4ფურგონის სატვირთო განყოფილების სიგანე
კანონის ახსნა
სატვირთო ფურგონის სატვირთო განყოფილების ტევადობის გამოთვლისას არ უნდა გავითვალისწინოთ ავტომობილის საერთო სიგრძე.
ბილეთი #1729გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, რომელი უფრო სწრაფად უზრუნველყოფს მუხრუჭების ამოქმედებას?
1კომბინირებული სამუხრუჭო სისტემა
2ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა
3მუხრუჭის ამოქმედების სიჩქარე არ არის დამოკიდებული სამუხრუჭო სისტემის კონსტრუქციაზე
4პნევმატიური სამუხრუჭო სისტემა
კანონის ახსნა
ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, ავტომობილის მუხრუჭების უფრო სწრაფად ამოქმედებას უზრუნველყოფს ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა.
ბილეთი #1730გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
სატვირთო ავტომობილზე ტვირთის მოთავსებისას გათვალისწინებული უნდა იქნას:
1მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ტვირთის გადაადგილების ალბათობა
2ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა და გარემოება
3მხოლოდ სიმძიმის ცენტრის მდებარეობა
4მხოლოდ ღერძზე დატვირთვასთან დაკავშირებული მოთხოვნები
კანონის ახსნა
სატვირთო ავტომობილზე ტვირთის მოთავსებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც სიმძიმის ცენტრის მდებარეობა, ასევე ღერძზე დატვირთვასთან დაკავშირებული მოთხოვნები და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ტვირთის გადაადგილების ალბათობა.
ბილეთი #1737გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
როგორ გავლენას ახდენს სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა?
1დისკებზე დიდი ოდენობის ჟანგის არსებობა გავლენას არ მოახდენს სამუხრუჭო სისტემის მუშაობაზე
2უარყოფითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას
3დადებითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი აუმჯობესებს ხახუნის ძალას დისკსა და ხუნდებს შორის
კანონის ახსნა
სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა ახდენს უარყოფით გავლენას, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას.
ბილეთი #1739გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
როგორ უნდა გამოვითვალოდ ფურგონის ტიპის ავტომობილის სატვირთო განყოფილების მოცულობა?
1სატვირთო ნაწილის სიმაღლე უნდა გავამრავლოთ მის ორმაგ სიგანეზე
2სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლის ნახევარზე
3მისი გამოთვლა შეუძლებელია
4სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლეზე
კანონის ახსნა
ფურგონის ტიპის ავტომობილის სატვირთო განყოფილების მოცულობის გამოსათვლელად, სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლეზე.
ბილეთი #1740გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
ქვეოთ ჩამოთვლილიდან, რომელი მსჯელობაა მცდარი?
1საყარი ტვირთი ისე უნდა იქნას დატვირთული, რომ მისი ტრანსპორტირებისას გამორიცხული იქნას გადმოყრის შესაძლებლობა
2თოკები ან ჯაჭვები, რომლებიც გამოიყენება ტვირთის დამაგრებისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად არ უნდა იყოს დაჭიმული
3ტვირთი თანაბრად უნდა იყოს განაწილებული ძარაზე
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი მსჯელობა არ არის მცდარი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას, საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე; ბ) არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა. თუ, თოკები ან ჯაჭვები, რომლებიც გამოიყენება ტვირთის დამაგრებისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად არ იქნა სათანადოდ დაჭიმული გამოიწვევს როგორც ტვირთის გადმოყრას, ასევე ტვირთის გადაადგილებას მოძრაობისას, რაც დაარღვევს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობას და გააძნელებს მის მართვას.
ბილეთი #1741გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
მოყინულ გზაზე გადაადგილებისას მოცურების ალბათობის შესამცირებლად ტვირთი მიზანშეწონილია განთავსდეს:
1არაწამყვან ღერძთან ახლოს
2წამყვან ღერძთან ახლოს
3თანაბრად გადანაწილდეს წამყვან და არაწამყვან ღერძებზე
კანონის ახსნა
მოყინულ გზაზე მოძრაობისას ტვირთი მიზანძეწონილია განთავსდეს წამყვან ღეძთან ახლოს, რაც გაზრდის წამყვან ღერძზე საბურავებზე დატვირთვას და გადაადგილებისას მოცურების ალბათობის შემცირებას.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.