ბილეთების სრული სია

1452 ოფიციალური ბილეთი — B+C1 Mil კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #664 პრიორიტეტის ნიშნები
ბილეთი #664 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.5 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.5 „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა”- უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრან¬სპორტო საშუალებას, რომელიც მოპირდაპირე მისასვლელთან ან გზის ვიწრო მონაკვეთზე იმყოფება.
ბილეთი #665 პრიორიტეტის ნიშნები
ბილეთი #665 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 მიუთითებს გზას, რომელზედაც ტრანსპორტით მოძრაობა ერთი მიმართულებით ხორციელდება
  2. 2 უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას
  3. 3 აღნიშნავს გზის მონაკვეთის დასაწყისს, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება შეიძლება შეიცვალოს საპირისპიროდ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.5 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.5 „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა”- უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრან¬სპორტო საშუალებას, რომელიც მოპირდაპირე მისასვლელთან ან გზის ვიწრო მონაკვეთზე იმყოფება.
ბილეთი #666 პრიორიტეტის ნიშნები
ბილეთი #666 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი ანიჭებს მძღოლს უპირატესობას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით, გზის ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობისას?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.6 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.6 „უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან” - ანიჭებს მძღოლს უპირატესობას გზის ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობისას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით.
ბილეთი #667 პრიორიტეტის ნიშნები
ბილეთი #667 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 ავალდებულებს მძღოლს გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას
  2. 2 უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მოძრაობას
  3. 3 ანიჭებს მძღოლს უპირატესობას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით, გზის ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობისას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.6 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.6 „უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან” - ანიჭებს მძღოლს უპირატესობას გზის ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობისას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით.
ბილეთი #668 პრიორიტეტის ნიშნები
ბილეთი #668 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში ენიჭება მძღოლს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა?

  1. 1 მხოლოდ II და IV
  2. 2 მხოლოდ I და III
  3. 3 არცერთის
  4. 4 ყველას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.7.1- 1.7.7 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 1.7.1. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“, 1.7.2−1.7.7. „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (შეერთება მარჯვნიდან – 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, შეერთება მარცხნიდან – 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. ამავე კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.1 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.1 „მთავარი გზა” - გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში − წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.
ბილეთი #669 პრიორიტეტის ნიშნები
ბილეთი #669 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ?

  1. 1 II და III
  2. 2 I და IV
  3. 3 I
  4. 4 I და II
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საგზაო ნიშნები 2.5 „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა” და 2.6 „უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან” იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ. ნიშანი 2.5 შეიძლება დაიდგას წინასწარ 8.1.1 დაფით.
ბილეთი #670 პრიორიტეტის ნიშნები
ბილეთი #670 — სიტუაციის სურათი

თუ სხვა აუცილებლობა არ არსებობს, მოცემული საგზაო ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე:

  1. 1 50-100 მეტრის მანძილზე
  2. 2 150-300 მეტრის მანძილზე
  3. 3 100-150 მეტრის მანძილზე
  4. 4 300-400 მეტრის მანძილზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ა“ პუნქტის თანახმად 1.1, 1.2, 1.5–1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას ნიშნები იდგმება სხვა მანძილზედაც, რომელიც მითითებულია 8.1.1 დაფაზე. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია:, 1.7.1 „მეორეხარისხოვან გზებთან გადაკვეთა”, 1.7.2, 1.7.3 და 1.7.7„მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“.
ბილეთი #671 პრიორიტეტის ნიშნები
ბილეთი #671 — სიტუაციის სურათი

თუ სხვა აუცილებლობა არ არსებობს, მოცემული საგზაო ნიშნები დასახლებულ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე:

  1. 1 100-150 მეტრის მანძილზე
  2. 2 50-100 მეტრის მანძილზე
  3. 3 150-300 მეტრის მანძილზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ა“ პუნქტის თანახმად 1.1, 1.2, 1.5–1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას ნიშნები იდგმება სხვა მანძილზედაც, რომელიც მითითებულია 8.1.1 დაფაზე. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია:, 1.7.1 „მეორეხარისხოვან გზებთან გადაკვეთა”, 1.7.2, 1.7.3 და 1.7.7„მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“.
ბილეთი #672 სასწავლო სვლა
ბილეთი #672 — სიტუაციის სურათი

ამ საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.1 „შესვლა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით.
ბილეთი #673 ამკრძალავი ნიშნები
ბილეთი #673 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას და დგომას
  2. 2 უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებლად
  3. 3 კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების შესვლას მოცემული მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.1 „შესვლა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით.
ბილეთი #674 სასწავლო სვლა
ბილეთი #674 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით მოძრაობას.
ბილეთი #675 ამკრძალავი ნიშნები
ბილეთი #675 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
  2. 2 კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას და დგომას
  3. 3 უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებალად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით მოძრაობას.
ბილეთი #676 სასწავლო სვლა
ბილეთი #676 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას.
ბილეთი #677 ამკრძალავი ნიშნები
ბილეთი #677 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლი კრძალავს მის მოქმედების ზონაში ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას?

  1. 1 მხოლოდ I და III
  2. 2 მხოლოდ II და IV
  3. 3 მხოლოდ II
  4. 4 მხოლოდ III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით მოძრაობას. ამავე თავის 3.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას.
ბილეთი #678 სასწავლო სვლა
ბილეთი #678 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 აღნიშნავს მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობისათვის განკუთვნილ გზას
  2. 2 კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
  3. 3 კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას.
ბილეთი #679 ამკრძალავი ნიშნები
ბილეთი #679 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში იკრძალება ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობა?

  1. 1 მხოლოდ I და IV
  2. 2 მხოლოდ II და III
  3. 3 მხოლოდ III
  4. 4 მხოლოდ IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით მოძრაობას. ამავე თავის 3.5 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.5 „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას.
ბილეთი #680 სასწავლო სვლა
ბილეთი #680 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

  1. 1 ყველა სახის ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
  2. 2 მხოლოდ უეტლო მოტოციკლით მოძრაობას
  3. 3 ყველა სახის მოტოციკლით და მოპედით მოძრაობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.5 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.5 „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას ��მავე კანონის 43-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, მოპედის მძღოლს ეკრძალება 3.5 საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში მოძრაობა.
ბილეთი #681 ამკრძალავი ნიშნები
ბილეთი #681 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლის მოქმედების ზონაში იკრძალება ტრაქტორითა და თვითმავალი მანქანით მოძრაობა?

  1. 1 მხოლოდ I და III
  2. 2 მხოლოდ II და IV
  3. 3 მხოლოდ III
  4. 4 მხოლოდ I
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით მოძრაობას. ამავე თავის 3.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.6 „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის ტრაქტორითა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანებით მოძრაობას.
ბილეთი #682 სასწავლო სვლა
ბილეთი #682 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს ყველა სახის ტრაქტორითა და თვითმავალი მანქანით მოძრაობას
  2. 2 კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
  3. 3 აღნიშნავს გზას, რომელიც განკუთვნილია ტრაქტორით მოძრაობისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.6 „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის ტრაქტორითა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანით მოძრაობას.
ბილეთი #683 ამკრძალავი ნიშნები
ბილეთი #683 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.