თუ მთის გზებზე და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზებზე, ორი ერთ და იგივე კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებიდან გვერდის აქცევის მიზნით ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, მაშინ უკუსვლით მოძრაობის ვალდებულება წარმოექმნება:
1აღმერთზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
2დაღმართზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, იმ შემთხვევის გარდა, როცა აშკარად ნათელია, რომ აღმართზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გაცილებით იოლად შეუძლია ასეთი მანევრის შესრულება, კერძოდ თუ ის იმყოფება გვერდის ასაქცევ ადგილთან ახლოს
3დაღმართზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი სატრანსპორტო საშუალებასთან ახლოს იმყოფება გვერდის ასაქცევი ადგილი და რომელი მძღოლისთვის უფრო იოლია ამ მანევრის შესრულება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მთის გზასა და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზაზე, აგრეთვე 1.14 და 1.15 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზებზე, სადაც გვერდის აქცევა შეუძლებელია ან გართულებულია, ერთი და იმავე კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში უკუსვლით უნდა იმოძრაოს დაღმართზე მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებამ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარაა, რომ აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უფრო იოლად შეუძლია ასეთი მანევრის შესრულება, კერძოდ, თუ ის გვერდის ასაქცევ ადგილთან ახლოს იმყოფება.
თუ მთის გზებზე და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზებზე, ორი სატრანსპორტო საშუალებებიდან გვერდის აქცევის მიზნით ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, მაშინ სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობებს უპირატესობა ენიჭებათ:
1ყველა სხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ
2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ
3მხოლოდ ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მთის გზასა და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზაზე, აგრეთვე 1.14 და 1.15 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზებზე, სადაც გვერდის აქცევა შეუძლებელია ან გართულებულია, თუ გვერდის აქცევის მიზნით ორი სატრანსპორტო საშუალებიდან ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ.
თუ მთის გზებზე და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზებზე, ორი სატრანსპორტო საშუალებებიდან გვერდის აქცევის მიზნით ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, მაშინ ავტობუსების მძღოლებს უპირატესობა ენიჭებათ:
1ყველა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
2მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობების მძღოლების მიმართ
3მხოლოდ სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მთის გზასა და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზაზე, აგრეთვე 1.14 და 1.15 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზებზე, სადაც გვერდის აქცევა შეუძლებელია ან გართულებულია, თუ გვერდის აქცევის მიზნით ორი სატრანსპორტო საშუალებიდან ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ, მძიმეწონიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს − მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ, ხოლო ავტობუსის მძღოლს − სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ.
აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა:
1ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას
2კვების სისტემის ჰერმეტულობის დარღვევისას
3მუშა სამუხრუჭო სისტემის გაუმართაობისას
4მაყუჩის გაუმართაობისას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
მძღოლი ვალდებულია შეამოწმოს და უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა:
1მხოლოდ მგზავრობის დაწყებამდე
2მხოლოდ მგზავრობისას
3მგზავრობის დაწყებამდე და მგზავრობისას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია მგზავრობის დაწყებამდე შეამოწმოს და მგზავრობისას უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა.
აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
1არ მუშაობს სპიდომეტრი
2არ მუშაობს გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობა
3ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4გაუმართავია სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
1გაუმართავია გადამუშავებული აირების გამოშვების სისტემა
2უსაფრთხოების ღვედები არამუშა მდგომარეობაშია
3მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდი უმოქმედოა ნისლის, წვიმის ან თოვის დროს
4არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული უკანა ხედვის სარკე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ:
1უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
2უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
3ისე, როგორც რეალურადაა
კანონის ახსნა
დღის ნათელ დროს, შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს, ადამიანის თვალი განსაზღვრავს სივრცეში არსებულ სხვა ორიენტირებთან შედარებით (საგზაო ნიშნები, მონიშვნა, გზისპირზე გამწვანება და სხვა), ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ორიენტირება ხდება მხოლოდ ფარების შუქზე, ამიტომ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა.
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას ჩართული პირველი გადაცემით ხანგრძლივი გაქნების დროს საწვავის ხარჯი:
1იზრდება
2მცირდება
3არ იცვლება
კანონის ახსნა
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ჩართული პირველი გადაცემით მოძრაობისას სიჩქარე დაბალია, ხოლო ძრავი მუშაობს მაღალი ბრუნთა რიცხვით და საჭიროებს მეტ საწვავს. მოძრაობის დაწყებისას, პირველი გადაცემით ჩართული სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი გაქნების დროს საწვავის ხარჯი იზრდება.
მოსახვევში მოძრაობისას მსუბუქი ავტომობილი რომელ შემთხვევაშია მეტად მდგრადი გადაყირავების წინააღმდეგ?
1მგზავრებით, მაგრამ ტვირთის გარეშე
2ტვირთით, მაგრამ მგზავრების გარეშე
3მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
კანონის ახსნა
რაც უფრო მაღლაა განლაგებული სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი მით უფრო ნაკლებია მისი მდგრადობა გადაყირავების წინააღმდეგ, განურჩევლად ტვირთის ხასიათისა. ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი ყოველთვის უფრო მაღლაა განლაგებული ვიდრე უტვირთოსი.
სატრანსპორტო საშუალება გადაყირავების წინააღმდეგ უფრო მდგრადია, თუ მისი სიმძიმის ცენტრი მდებარეობს:
1დაბლა
2მაღლა
კანონის ახსნა
რაც უფრო მაღლაა განლაგებული სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი მით უფრო ნაკლებია მისი მდგრადობა გადაყირავების წინააღმდეგ, განურჩევლად ტვირთის ხასიათისა. ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი ყოველთვის უფრო მაღლაა განლაგებული ვიდრე უტვირთოსი.
მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავარიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე სატრანსპორტო ნაკადის:
1სიჩქარის ტოლია
2სიჩქარეზე საგრძნობლად ნაკლებია
3სიჩქარეზე საგრძნობლად მეტია
კანონის ახსნა
მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავრიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე იქნება სატრანსპორტო ნაკადის სიჩქარის ტოლი.
მოსახვევში მოძრაობისას წინა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:
1ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და საჭით გაასწოროს მოძრაობის მიმართულება
2შეამციროს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა
3დაამუხრუჭოს და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს
კანონის ახსნა
წინა წამყვანღეძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და საჭით გაასწოროს მოძრაობის მიმართულება.
მოსახვევში მოძრაობისას უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:
1ოდნავ შეამციროს საწვავის მიწოდება და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს
2დაამუხრუჭოს და მოაბრუნოს საჭე მოცურების მხარეს
3ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა
კანონის ახსნა
მოსახვევში მოძრაობისას უკანა წამყვანღეძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ოდნავ შეამციროს საწვავის მიწოდება და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს.
სავალ ნაწილზე ღრმა თოვლის არსებობისას, გრუნტოვან გზაზე მოძრაობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს:
1წინასწარ შერჩეული დაბალი გადაცემით და სიჩქარით, მკვეთრი მობრუნებებისა და გაჩერებების გარეშე
2გზის საფარის მდგომარეობის შესაბამისად გადაცემისა და სიჩქარის ცვლილებით
კანონის ახსნა
სავალ ნაწილზე ღრმა თოვლის არსებობისას, გრუნტოვან გზაზე მოძრაობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს წინასწარ შერჩეული გადაცემითა და სიჩქარით გაჩერებების გარეშე, გამორიცხოს საჭის თვლის მკვეთრი მობრუნება.