თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სწორ გზაზე მოძრაობისას მოულოდნელად მოხვდა მოლიპულ მოკლე მონაკვეთზე, მან უნდა:
1მრავალჯერადი მდორე დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე
2მოძრაობის სიჩქარის შეუცვლელად გააგრძელოს მოძრაობა იმავე ტრაექტორიით
3ერთჯერადი მკვეთრი დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე
კანონის ახსნა
თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სწორ გზაზე მოძრაობისას მოულოდნელად მოხვდა მოლიპულ მოკლე მონაკვეთზე, მოძრაობის სიჩქარის შეუცვლელად უნდა გააგრძელოს მოძრაობა იმავე ტრაექტორიით.
წყლის დაბრკოლების გადალახვის შემდეგ სამუხრუჭო ხუნდების დასველების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა მუხრუჭის ეფექტურობის აღსადგენად უნდა:
1გააგრძელოს მოძრაობა სიფრთხილით, სარემონტო ადგილამდე
2იმოძრაოს სადგომი მუხრუჭის ნახევრად ამოწეული ბერკეტით
3გააგრძელოს მოძრაობა და გააშროს სამუხრუჭე ხუნდები სატერფულზე ფეხის მრავალჯერადი ხანმოკლე დაჭერით
კანონის ახსნა
წყლის დაბრკოლების გადალახვის შემდეგ სამუხრუჭო ხუნდების დასველების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მუხრუჭების ეფექტურობის აღსადგენად, მძღოლმა უნდა გააგრძელოს მოძრაობა და გააშროს სამუხრუჭე ხუნდები მუხრუჭის სატერფულზე ფეხის მრავალჯერადი ხანმოკლე დაჭერით.
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე მძღოლმა უნდა შეარჩიოს ისე, რომ გასაჩერებელი მანძილი იყოს:
1მხედველობის არეზე მეტი
2მხედველობის არეზე ნაკლები
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე მძღოლმა უნდა შეარჩიოს ისე, რომ გასაჩერებელი მანძილი იყოს მხედველობის არეზე ნაკლები.
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, დაუშვებელია:
1მხოლოდ დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა
2როგორც დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა, ასევე დისკებზე ბზარების არსებობა
3მხოლოდ დისკებზე ბზარების არსებობა
კანონის ახსნა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად: 6. დაუშვებელია დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა. 7. დაუშვებელია დისკებზე ბზარების არსებობა.
მოსახვევში მოძრაობისას მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი წინა და მოხვევის მხარეს მოძრავი უკანა თვლებამდე მოხვევის ცენტრიდან გავლებული რადიუსების სხვაობას ეწოდება:
1ავტომობილის დინამიკური დერეფანი
2ავტომობილის მოხვევის რადიუსი
3ავტომობილის დასაშვები ინტერვალი
კანონის ახსნა
მოსახვევში მოძრაობისას სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მოძრაობისათვის საჭირო ზოლი მნიშვნელოვნად ფართოვდება. მოხვევისას ავტომობილის წინა თვლები იკავებს მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს, ხოლო ავტომობილის ან მისაბმელის უკანა თვლები მოხვევის ცენტრის მხარეს. მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი წინა და მოხვევის მხარეს მოძრავი უკანა თვლებამდე მოხვევის ცენტრიდან გავლებული რადიუსების სხვაობას ეწოდება ავტომობილის დინამიკური დერეფანი.
მოლიპულ გზაზე, საჭის თვლის მკვეთრი მობრუნებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად ავტომობილის მძღოლმა, უნდა:
1ჩართული გადაბმულობით მდორედ დაამუხრუჭოს
2გამორთოს გადაბმულობა
3სწრაფად, მაგრამ მდორედ საჭის თვალი მოაბრუნოს მოცურების მხარეს, შემდეგ საჭის თვლით გაასწოროს ავტომობილის ტრაექტორია
კანონის ახსნა
მოლიპულ გზაზე, საჭის თვლის მკვეთრი მობრუნებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად ავტომობილი მძღოლმა, უნდა სწრაფად, მაგრამ მდორედ საჭის თვალი მოაბრუნოს მოვურების მხარეს, შემდეგ საჭის თვლით გაასწოროს ავტომობილის ტრაექტორია.
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რომელ შემთხვევაშია მიზანშეწონილი გვერდითი ინტერვალის გაზრდა?
1ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
2მხოლოდ სველი, მოლიპული ან უსწორმასწორო გზის მონაკვეთზე მოძრაობისას
3მხოლოდ მაღალი სიჩქარით შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
4მხოლოდ გრძელი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
კანონის ახსნა
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გვერდითი ინტერვალის გაზრდა მიზანშეწონილია როგორც მაღალი სიჩქარით შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას, ასევე გრძელი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას და სველი, მოლიპული ან უსწორმასწორო გზის მონაკვეთზე მოძრაობისას.
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:
1უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია
2უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია
კანონის ახსნა
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორცუფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია.
სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს:
1უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია
2უფრო მეტად, ვიდრე სინამდვილეშია
3როგორც სინამდვილეშია
კანონის ახსნა
სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია.
ჩამოთვლილიდან რამ შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება?
1ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა გარემოებამ
2მხოლოდ ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ
3მხოლოდ ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ
4მხოლოდ იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს როგორც იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ასევე ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ და ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ.
1მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში
2მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
3ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
კანონის ახსნა
საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხე იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, ასევე თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში.
ჩამოთვლილი გარემოებიდან, რომელი მიანიშნებს ძრავის კვების სისტემის გაუმართაობაზე ან ძრავის არასწორი რეგულირების შედეგად საწვავის ხარჯვის მკვეთრ მომატებაზე?
1ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
2მხოლოდ მაყუჩიდან ჟონვადი კონდენსირებული სითხე
3მხოლოდ მაყუჩიდან გამონაბოლქვი მძლავრი მუქი კვამლი
კანონის ახსნა
ჩამოთვლილი გარემოებიდან, ძრავის კვების სისტემის გაუმართაობაზე ან ძრავის არასწორი რეგულირების შედეგად საწვავის ხარჯის მკვეთრ მომატებაზე მიანიშნებს მაყუჩიდან გამონაბოლქვი მძლავრი მუქი კვამლი.
უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის მძღოლი, რათა აიცილოს მოყინულ გზაზე მოძრაობისას უკანა ხიდის გვერდულად მოცურება უნდა მოერიდოს გადაბმულობის ქუროს სატერფულის მკვეთრ აშვებას და აქსელერატორის სატერფულის მკვეთრ დაჭერას.
რა ფუნქციას ასრულებს უსაფრთხოების ღვედი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს?
1მხოლოდ აღკვეთს მძღოლისა და მგზავრების ინერციით გადადგილებას, შესაბამისად მათ შეჯახებას სატრანსპორტო საშუალების ინტერიერის დეტალებზე და სხვა მგზავრებთან
2ასრულებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ფუნქციას
3მხოლოდ მძღოლსა და მგზავრებს აკავებს პოზიციაში, რომელიც უზრუნველყოფს აირბაგების (დამცავი ბალიშების) უსაფრთხოდ გახსნას
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს უსაფრთხოების ღვედი როგორც აღკვეთს მძღოლისა და მგზავრების ინერციით გადადგილებას, შესაბამისად მათ შეჯახებას სატრანსპორტო საშუალების ინტერიერის დეტალებზე და სხვა მგზავრებთან, ასევე მძღოლსა და მგზავრებს აკავებს პოზიციაში, რომელიც უზრუნველყოფს აირბაგების (დამცავი ბალიშების) უსაფრთხოდ გახსნას.
როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი, თუ საწევარასა და ნახევარმისაბმელის დამაკავშირებელ მოწყობილობაზე წარმოიშვა ისეთი სახის გაუმართაობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი განცალკევება?
1შეწყვიტოს მოძრაობა
2სახელდახელოდ დააყენოს დამატებითი სამაგრები და მინიმალური სიჩქარით გადაიყვანოს ავტომობილი სარემონტო ადგილზე ან სადგომზე
3ნახევარმისაბმელის უკანა მხარეს დაამაგროს საავარიო ნიშანი და გადაიყვანოს ავტომობილი სარემონტო ადგილას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას.
ჩამოთვლილიდან რომელი მოთხოვნა უნდა იქნეს დაცული ავტომობილის სატვირთო განყოფილებაში ტვირთის განთავსებისას?
1დაცული უნდა იქნეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა
2მხოლოდ ის, რომ ტვირთი უნდა განთავსდეს მაქსიმალურად თანაბრად სატვირთო განყოფილების იატაკის ზედაპირზე
3მხოლოდ ის, რომ ტვირთის განთავსებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ღერძებზე ნებადართული დატვირთვები.
4მხოლოდ ის, რომ ტვირთი უნდა განთავსდეს რაც შეიძლება დაბლა
კანონის ახსნა
ავტომობილის სატვირთო განყოფილებაში ტვირთის განთავსებისას ტვირთი უნდა განთავსდეს, მაქსიმალურად თანაბრად სატვირთო განყოფილების იატაკის ზედაპირზე რაც შეიძლება დაბლა, ასევე ტვირთის განთავსებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ღერძებზე ნებადართული დატვირთვები.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.