როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა?
1დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება
2დაამუხრუჭოს მუშა მუხრუჭით, დამატებით სადგომი მუხრუჭის გამოყენებით
3უნდა შეეცადოს მკვეთრად დააწვეს მუხრუჭის სატერფულს, რათა ამ გზით სწრაფად შეაჩეროს ავტომობილი
4დაამუხრუჭოს მხოლოდ ძრავით
კანონის ახსნა
მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა მძღოლმა უნდა დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება.
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:
1შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
2განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
3ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს.
ვალდებულია თუ არა პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება?
1ვალდებულია, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი
2ასეთ ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 670-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, ვალდებულია დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.
1ორ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გადამზიდველი და მიმღები, ამასთან პირველი პირი რჩება გადამზიდველს, ხოლო მეორე - ტვირთის მიღებასთან ერთად გადაეცემა მიმღებს
2სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი, ამასთან პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 673-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტვირთის გადაზიდვისათვის ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი. პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი.
აქვს თუ არა გადამზიდველს ტრანსპორტის ან ტვირთის სახეობების შესაბამისი რაოდენობის ზედნადების შედგენის მოთხოვნის უფლება?
1აქვს უფლება, თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს
2არ აქვს უფლება, ვინაიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულია ზედნადების, მხოლოდ ორ ეგზემპლიარად შედგენა
3აქვს უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული ტვირთის გადაზიდვისათვის დადგენილი ვადა 60 კალენდარულ დღეზე მეტია
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 673-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს, როგორც გამგზავნს, ასევე გადამზიდველს შეუძლიათ მოითხოვონ იმდენი ზედნადების შედგენა, რამდენი ტრანსპორტიც ან ტვირთის სახეობაა.
ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ მონაცემს არ უნდა შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?
1ზედნადები უნდა შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა მონაცემს
2ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას
3ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს
4ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: - დ. ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს; - ვ. ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას; - თ. ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას.
ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ მონაცემს არ უნდა შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?
1გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს
2მისი გაცემის დღესა და ადგილს
3ზედნადები უნდა შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა მონაცემს
4გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე)
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად, ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: - ა. გაცემის დღესა და ადგილს; - ზ. გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს; - ი. გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე).
ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ დამატებით მონაცემს არ შეიძლება შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?
1სხვა ტრანსპორტზე გადატვირთვის აკრძალვას
2ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას
3საჭიროების შემთხვევაში, ზედნადები შეიძლება შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ მონაცემს
4ხარჯებს, რომლებსაც გამგზავნი თავის თავზე იღებს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს: - ა. სხვა ტრანსპორტზე გადატვირთვის აკრძალვას; - ბ. ხარჯებს, რომლებსაც გამგზავნი თავის თავზე იღებს; - გ. ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას.
2საჭიროების შემთხვევაში, ზედნადები შეიძლება შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ მონაცემს
3ტვირთის ღირებულებას და მიწოდებისადმი განსაკუთრებული ინტერესის აღნიშვნას
4გამგზავნის მითითებებს გადამზიდველის მიმართ ტვირთის დაზღვევის შესახებ
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს: - დ. ტვირთის ღირებულებას და მიწოდებისადმი განსაკუთრებული ინტერესის აღნიშვნას; - ე. გამგზავნის მითითებებს გადამზიდველის მიმართ ტვირთის დაზღვევის შესახებ; - ზ. გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების ჩამონათვალს.
აქვს თუ არა უფლება გამგზავნს მოსთხოვოს გადამზიდველს ტვირთის წონის ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობის გადამოწმება?
1აქვს უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულს ითვალისწინებს გადაზიდვის ხელშეკრულება
2არ აქვს უფლება
3აქვს უფლება
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში.
აქვს თუ არა უფლება გამგზავნს მოსთხოვოს გადამზიდველს გადასაზიდი ტვირთის შემცველობის გადამოწმება?
1აქვს უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულს ითვალისწინებს გადაზიდვის ხელშეკრულება
2აქვს უფლება
3არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში.
იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნმა გადამზიდველს მოსთხოვა გადასაზიდი ტვირთის შემცველობის, წონის ან სხვაგვარად მოცემული რაოდენობის გადამოწმება:
1გადამოწმების შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს
2გადამოწმების შედეგად უნდა შედგეს ე.წ. „რევიზიის აქტი“
3უნდა შესრულდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა
4გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში.
1მხოლოდ ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა
2ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი სწორი არ არის
3ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მონაცემები და გარემოება
4მხოლოდ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს: - ა. ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე; - ბ. ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა.
თუ ზედნადებში არ არის აღნიშნული გადაზიდვის პირობები, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ:
1გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებისას ტვირთი და მისი შეფუთვა გარეგნულად კარგ მდგომარეობაში იყო და რომ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მისი აღნიშვნები და ნომრები ემთხვევა ზედნადებში ჩაწერილ მონაცემებს
2გადამზიდველს ტვირთი არ მიუღია
3გადამზიდველს არც ზედნადები და არც ტვირთი არ მიუღია
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 677-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ზედნადებში არ არის აღნიშნული გადაზიდვის პირობები, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებისას ტვირთი და მისი შეფუთვა გარეგნულად კარგ მდგომარეობაში იყო და რომ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მისი აღნიშვნები და ნომრები ემთხვევა ზედნადებში ჩაწერილ მონაცემებს.
ტვირთის გადაზიდვისას, ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენებისათვის პასუხს აგებს:
1გადამზიდველი
2გამგზავნი
3ტვირთის მიმღები
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 679-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენებისათვის; მას არ შეიძლება იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროს, ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა.
ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენებისათვის გადამზიდველს:
1არ შეიძლება იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროს, ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა
2შეიძლება დაეკისროს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 679-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენებისათვის; მას არ შეიძლება იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროს, ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა.
1აღნიშნული იმ უფლებამოსილი პირის ბრალით ან/და ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს
2გადაზიდვის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ტვირთის დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის ან მიტანის ვადის გადაცილებისათვის გადამზიდველის პასუხისგებლობას
3აღნიშნული მოხდა გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ნაკლის გამო ან ამ საშუალების გამქირავებლის ან დამქირავებლის მომსახურე პერსონალის ბრალით
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა.
რა შემთხვევაში არ ეკისრება პასუხიმგებლობა გამგზავნს გადამზიდველის წინაშე ტვირთის უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ზიანისათვის, რომელიც მიადგა პირებს, მასალებსა და სხვა ქონებას?
1იმ შემთხვევაში თუ ზედნადებში გაკეთებულია სპეციალური აღნიშვნა, რომლის თანახმად გამგზავნს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა
2იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვალდებულებას არ ითვალისწინებს გადაზიდვის ხელშეკრულება
3იმ შემთხვევაში, როცა ნაკლი აშკარა იყო, ან ტვირთის მიღებისას გადამზიდველმა ამის შესახებ იცოდა და ამასთან დაკავშირებით რაიმე პირობა არ დაუთქვამს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 678-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე ტვირთის უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ზიანისათვის, რომელიც მიადგა პირებს, მასალებსა და სხვა ქონებას, ასევე უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ხარჯებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ნაკლი აშკარა იყო, ან ტვირთის მიღებისას გადამზიდველმა ამის შესახებ იცოდა და ამასთან დაკავშირებით რაიმე პირობა არ დაუთქვამს.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.