imecadine.ge

ბილეთების სრული სია

1236 ოფიციალური ბილეთი — B+C1 Mil კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, რომელი უფრო სწრაფად უზრუნველყოფს მუხრუჭების ამოქმედებას?

1 პნევმატიური სამუხრუჭო სისტემა
2 კომბინირებული სამუხრუჭო სისტემა
3 მუხრუჭის ამოქმედების სიჩქარე არ არის დამოკიდებული სამუხრუჭო სისტემის კონსტრუქციაზე
4 ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა
კანონის ახსნა
ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, ავტომობილის მუხრუჭების უფრო სწრაფად ამოქმედებას უზრუნველყოფს ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა.

სატვირთო ავტომობილზე ტვირთის მოთავსებისას გათვალისწინებული უნდა იქნას:

1 მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ტვირთის გადაადგილების ალბათობა
2 მხოლოდ სიმძიმის ცენტრის მდებარეობა
3 მხოლოდ ღერძზე დატვირთვასთან დაკავშირებული მოთხოვნები
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა და გარემოება
კანონის ახსნა
სატვირთო ავტომობილზე ტვირთის მოთავსებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც სიმძიმის ცენტრის მდებარეობა, ასევე ღერძზე დატვირთვასთან დაკავშირებული მოთხოვნები და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ტვირთის გადაადგილების ალბათობა.

როგორ გავლენას ახდენს სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა?

1 უარყოფითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას
2 დადებითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი აუმჯობესებს ხახუნის ძალას დისკსა და ხუნდებს შორის
3 დისკებზე დიდი ოდენობის ჟანგის არსებობა გავლენას არ მოახდენს სამუხრუჭო სისტემის მუშაობაზე
კანონის ახსნა
სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა ახდენს უარყოფით გავლენას, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას.

საავტომობილო ზეთი ნიადაგში მოხვედრისას:

1 იწვევს ნიადაგისა და გრუნტის წყლების ხანგრძლივ დაბინძურებას
2 მალევე ორთქლდება და არ აბინძურებს გარემოს
3 იშლება წვრილ ნაწილაკებად, რის გამოც გავლენას არ ახდენს ეკოლოგიაზე
კანონის ახსნა
საავტომობილო ზეთი ნიადაგში მოხვედრისას იწვევს ნიადაგისა და გრუნტის წყლების ხანგრძლივ დაბინძურებას.

როგორ უნდა გამოვითვალოდ ფურგონის ტიპის ავტომობილის სატვირთო განყოფილების მოცულობა?

1 სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლის ნახევარზე
2 სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლეზე
3 მისი გამოთვლა შეუძლებელია
4 სატვირთო ნაწილის სიმაღლე უნდა გავამრავლოთ მის ორმაგ სიგანეზე
კანონის ახსნა
ფურგონის ტიპის ავტომობილის სატვირთო განყოფილების მოცულობის გამოსათვლელად, სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლეზე.

რა უნდა გვახსოვდეს მავნე ნივთიერებებისგან გარემოს დასაცავად?

1 სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
2 მოძრაობის დროის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ინტენსიური აჩქარებით და მკვეთრად დამუხრუჭებით
3 უნდა მოვერიდოთ სატრანსპორტო საშუალების დგომას ჩართული ძრავით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საწვავის გაზრდილი ხარჯი და მავნე ნივთიერებების მომატებული გამოყოფა, დროულად უნდა გამოვცვალოთ:

1 საქარე მინის მინასაწმენდები
2 მგზავრთა სალონის ვენტილაციის ფილტრი
3 ძრავის ჰაერის ფილტრი
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...

რას იწვევს საბურავებში რეკომენდებულ დონეზე ქვემოთ ჰაერის წნევის შემცირება?

1 ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას
2 ამცირებს საბურავების ცვეთას
3 ზრდის საწვავის მოხმარებას
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...

როდის უნდა გავთიშოთ ძრავი საწვავის ეკონომიისა და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით?

1 როდესაც ვმოძრაობთ დაღმართზე
2 როდესაც შეფერხებული მოძრაობის პირობებში გვიწევს დიდი ხნით დგომა
3 როდესაც ვჩერდებით "სდექ" ნიშანთან
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...

სატრანსპორტო საშუალების რომელიმე აგრეგატიდან გამოჟონილი ზეთი:

1 ნიადაგზე მოხვედრის შემთხვევაში ანოყიერებს მას
2 ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე
3 აბინძურებს გარემოს
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...

რა უნდა გვახსოვდეს სატრანსპორტო საშუალების საწვავით გამართვისას?

1 არ უნდა განვაგრძოთ საწვავის ჩასხმა მას შემდეგ, რაც საწვავის ავზის გავსების შედეგად ჩასასხმელი მოწყობილობა (პისტოლეტი) ავტომატურად გაითიშება
2 შესაძლებლობის შემთხვევაში საწვავის ავზი უნდა შევავსოთ კიდემდე
3 საწვავით გამართვისას სატრანსპორტო საშუალების ძრავი უნდა მუშაობდეს უქმ სვლაზე
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...

რა შეიძლება გამოიწვიოს გამოსაბოლქვი სისტემის გაუმართაობამ?

1 მოხმარებული საწვავის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება
2 საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
3 გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობის ზრდა
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...

როგორ არის შესაძლებელი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირება?

1 ძრავის ჰაერის ფილტრის მოხსნით
2 სატრანსპორტო საშუალების ძრავის დაბალი ბრუნვის სიჩქარით მართვის
3 უნივერსალური საბურავების გამოყენებით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...

სად უნდა განხორციელდეს გამოყენებული ზეთების, საცხებ-საპოხი სითხეების და აკუმულატორების გადატანა მათი განადგურების მიზნით?

1 დასახლებული პუნქტიდან მოშორებით
2 საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელზე
3 გადამამუშავებელ ცენტრებში
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...

როგორ უნდა შევამციროთ საწვავის ხარჯი თანაბარი სიჩქარით მოძრაობისას?

1 ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მინიმალური სიჩქარით
2 გამოვიყენოთ კრუიზკონტროლი, რომელიც თავად არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს
3 ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მაქსიმალური სიჩქარით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...

როგორი რეჟიმით მოძრაობა იწვევს საწვავის მოხმარების შემცირებას?

1 მოძრაობა ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
2 მოძრაობა ძრავის ბრუნვის დაბალი სიჩქარით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...

თქვენ გიწევთ მოცდა რკინიგზის გადასასვლელის დაკეტილ შლაგბაუმთან. როგორ იზრუნებთ საწვავის მოხმარების შემცირებასა და გარემოს დაცვაზე?

1 ძრავის უქმი სვლის რეჟიმზე გადაყვანით
2 ძრავის გათიშვით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...

ჩამოთვლილთაგან რომელი უწყობს ხელს გარემოს დაცვას?

1 დაბალი გორვის წინაღობის მქონე საბურავების გამოყენება
2 გზიდან გადაცემული ბიძგების შემცირების მიზნით საბურავებში ჰაერის წნევის რეკომენდებულზე მეტად შემცირება
3 სატრანსპორტო საშუალებაში ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების ამუშავება
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...

სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს რას შეუძლია დამატებითი ხმაურის გამოწვევა?

1 საწვავის არასრული წვის შედეგად წარმოქმნილი აირების მაყუჩში მოხვედრას
2 ძრავის დაბალი ბრუნთა რიცხვით მოძრაობას
3 ძარის აეროდინამიურობის გასაუმჯობესებელი მოწყობილობების დაყენებას
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...

როგორ უნდა შეცვალოთ გადაცემათა კოლოფის გადაცემები, გარემოს დაცვისა და საწვავის დაზოგვის მიზნით?

1 გადაცემათა კოლოფის გადაცემა შევცვალოთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა მიღწეული იქნება ძრავის მაქსიმალური ბრუნვის სიჩქარე
2 გადაცემათა კოლოფი უნდა გადავრთოთ მაღალ გადაცემაზე, რაც შეიძლება ადრე და დაბალ გადაცემაზე გადავრთოთ, რაც შეიძლება გვიან
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

60 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 793 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.

დაგვიკავშირდი