ბილეთების სრული სია

1452 ოფიციალური ბილეთი — B+C1 Mil კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1295 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა გადაცემის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს რომ:

  1. 1 რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი უნდა იყოს გადაცემა
  2. 2 გადაცემის შერჩევა დამოკიდებული არ არის დაღმართის სიმკვეთრეზე
  3. 3 რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს გადაცემა
კანონის ახსნა
რაც უფრო მკვეთრია დაღმართი მით უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა, რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი გადაცემა უნდა ჩართოს.
ბილეთი #1296 მოძრაობის უსაფრთხოება

მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავარიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე სატრანსპორტო ნაკადის:

  1. 1 სიჩქარის ტოლია
  2. 2 სიჩქარეზე საგრძნობლად ნაკლებია
  3. 3 სიჩქარეზე საგრძნობლად მეტია
კანონის ახსნა
მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავრიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე იქნება სატრანსპორტო ნაკადის სიჩქარის ტოლი.
ბილეთი #1297 მოძრაობის უსაფრთხოება

მოსახვევში მოძრაობისას წინა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:

  1. 1 ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და საჭით გაასწოროს მოძრაობის მიმართულება
  2. 2 შეამციროს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა
  3. 3 დაამუხრუჭოს და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს
კანონის ახსნა
წინა წამყვანღეძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და საჭით გაასწოროს მოძრაობის მიმართულება.
ბილეთი #1298 მოძრაობის უსაფრთხოება

მოსახვევში მოძრაობისას უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:

  1. 1 ოდნავ შეამციროს საწვავის მიწოდება და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს
  2. 2 დაამუხრუჭოს და მოაბრუნოს საჭე მოცურების მხარეს
  3. 3 ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა
კანონის ახსნა
მოსახვევში მოძრაობისას უკანა წამყვანღეძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ოდნავ შეამციროს საწვავის მიწოდება და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს.
ბილეთი #1299 მოძრაობის უსაფრთხოება

სავალ ნაწილზე ღრმა თოვლის არსებობისას, გრუნტოვან გზაზე მოძრაობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს:

  1. 1 წინასწარ შერჩეული დაბალი გადაცემით და სიჩქარით, მკვეთრი მობრუნებებისა და გაჩერებების გარეშე
  2. 2 გზის საფარის მდგომარეობის შესაბამისად გადაცემისა და სიჩქარის ცვლილებით
კანონის ახსნა
სავალ ნაწილზე ღრმა თოვლის არსებობისას, გრუნტოვან გზაზე მოძრაობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს წინასწარ შერჩეული გადაცემითა და სიჩქარით გაჩერებების გარეშე, გამორიცხოს საჭის თვლის მკვეთრი მობრუნება.
ბილეთი #1300 რკინიგზის გადასასვლელი

მოსახვევში მოძრაობისას ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსის დინამიკური დერეფანი ერთეული ავტომობილის დინამიკურ დერეფანზე მეტია:

  1. 1 5%-ით
  2. 2 10-40%-ით
  3. 3 50-70%-ით
კანონის ახსნა
მოსახვევში მოძრაობისას ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსების მოძრაობისათვის საჭირო ზოლი მნიშვნელოვნად ფართოვდება. მოხვევისას გამწე ავტომობილის წინა თვლები იკავებს მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს, ხოლო ავტომობილის უკანა და მისაბმელის თვლები მოხვევის ცენტრის მხარეს. ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსის დინამიკური დერეფანი 10-40%-ით მეტია ვიდრე ერთეული ავტომობილის და ჩვეულებრივი ავტობუსის დინამიკური დერეფანი.
ბილეთი #1301 მოძრაობის უსაფრთხოება

აღმართზე მოძრაობის დაწყების შემთხვევაში, რომელ მომენტშია მიზანშეწონილი სადგომი მუხრუჭის ბერკეტის დაშვება?

  1. 1 მოძრაობის დაწყების შემდეგ
  2. 2 მოძრაობის დაწყებამდე
  3. 3 მოძრაობის დაწყებისთან ერთდროულად
კანონის ახსნა
აღმართზე მოძრაობის დაწყების შემთხვევაში სადგომი მუხრუჭის ბერკეტის დაშვება მიზანშეწონილია ერთდროულად მოძრაობის დაწყებისას.
ბილეთი #1303 რკინიგზის გადასასვლელი

ავტომატარებლით და შესახსრებული ავტობუსით გასწრების დროს, გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით უსაფრთხო გვერდითი ინტერვალი მიზანშეწონილია არ იყოს:

  1. 1 1 მეტრზე ნაკლები
  2. 2 1,5 მეტრზე ნაკლები
  3. 3 2 მეტრზე ნაკლები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გასწრების მომენტში მძღოლმა გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებისათვის (საშუალებებისათვის) უნდა დატოვოს საკმარისი გვერდითი სივრცე. გასწრების წინ მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ სავალი ნაწილის სიგანე იძლევა საშუალებას დაიკავოს გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში გვერდითი ინტერვალი არა ნაკლები 1-1,5 მეტრი. ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსების მძღოლებმა დამატებით უნდა გაითვალისწინონ, რომ მისაბმელის გვერდითი გადაადგილება ზრდის სატრანსპორტო შემადგენლობის დინამიკურ კარიდორს 10-40%-ით. უსაფრთხო გვერდითი ინტერვალი ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს 2 მეტრზე ნაკლები.
ბილეთი #1304 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

ექსტრემალურ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას სამუხრუჭე მანძილის შემცირება მძღოლმა უნდა მოახდინოს:

  1. 1 ერთჯერადი მკვეთრი დამუხრუჭებით თვლების სრულ ბლოკირებამდე
  2. 2 თვლების ბლოკირების ზღვარზე მრავალჯერადი მკვეთრი ზემოქმედებით მუხრუჭის სატერფულზე
კანონის ახსნა
ექსტრემალურ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას სამუხრუჭე მანძილის შემცირება მიიღწევა თვლების ბლოკირების ზღვარზე მრავალჯერადი მკვეთრი ზემოქმედებით მუხრუჭის სატერფულზე.
ბილეთი #1305 მოძრაობის უსაფრთხოება

მოსახვევში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში ცენტრიდანული ძალის მნიშვნელობა:

  1. 1 არ იცვლება
  2. 2 მცირდება
  3. 3 იზრდება
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მოსახვევში მოძრაობისას სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში ცენტრიდანული ძალა იზრდება.
ბილეთი #1306 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შორი ნათების ფარები უნდა გამორთოს და ჩართოს ახლო ნათების ფარები:

  1. 1 მხოლოდ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გამოჩენისას
  2. 2 ნებისმიერ შემთხვევაში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამორთოს შორი ნათების ფარები და ჩართოს ახლო ნათების ფარები.
ბილეთი #1307 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდისას საბურავის გზასთან ჩაჭიდების ძალა:

  1. 1 არ იცვლება
  2. 2 მცირდება
  3. 3 იზრდება
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდისას საბურავის გზასთან ჩაჭიდების ძალა მცირდება.
ბილეთი #1308 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სწორ გზაზე მოძრაობისას მოულოდნელად მოხვდა მოლიპულ მოკლე მონაკვეთზე, მან უნდა:

  1. 1 მრავალჯერადი მდორე დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე
  2. 2 მოძრაობის სიჩქარის შეუცვლელად გააგრძელოს მოძრაობა იმავე ტრაექტორიით
  3. 3 ერთჯერადი მკვეთრი დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე
კანონის ახსნა
თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სწორ გზაზე მოძრაობისას მოულოდნელად მოხვდა მოლიპულ მოკლე მონაკვეთზე, მოძრაობის სიჩქარის შეუცვლელად უნდა გააგრძელოს მოძრაობა იმავე ტრაექტორიით.
ბილეთი #1309 მოძრაობის უსაფრთხოება

წყლის დაბრკოლების გადალახვის შემდეგ სამუხრუჭო ხუნდების დასველების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა მუხრუჭის ეფექტურობის აღსადგენად უნდა:

  1. 1 გააგრძელოს მოძრაობა სიფრთხილით, სარემონტო ადგილამდე
  2. 2 იმოძრაოს სადგომი მუხრუჭის ნახევრად ამოწეული ბერკეტით
  3. 3 გააგრძელოს მოძრაობა და გააშროს სამუხრუჭე ხუნდები სატერფულზე ფეხის მრავალჯერადი ხანმოკლე დაჭერით
კანონის ახსნა
წყლის დაბრკოლების გადალახვის შემდეგ სამუხრუჭო ხუნდების დასველების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მუხრუჭების ეფექტურობის აღსადგენად, მძღოლმა უნდა გააგრძელოს მოძრაობა და გააშროს სამუხრუჭე ხუნდები მუხრუჭის სატერფულზე ფეხის მრავალჯერადი ხანმოკლე დაჭერით.
ბილეთი #1310 რკინიგზის გადასასვლელი

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, შეწყვილებული თვლები ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ მათი დისკების სავენტილაციო ნახვრეტების მდგომარეობა უზრუნველყოფდეს:

  1. 1 საბურავების როგორც დაბერვის, ისე წნევის გაზომვის შესაძლებლობას
  2. 2 მხოლოდ საბურავების წნევის გაზომვის შესაძლებლობას
  3. 3 მხოლოდ საბურავების დაბერვის შესაძლებლობას
კანონის ახსნა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეწყვილებული თვლები ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ მათი დისკების სავენტილაციო ნახვრეტების მდგომარეობა უზრუნველყოფდეს საბურავების როგორც დაბერვის, ისე წნევის გაზომვის შესაძლებლობას.
ბილეთი #1311 რკინიგზის გადასასვლელი

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად სავალდებულოა მუშა მდგომარეობაში იყოს სატრანსპორტო საშუალების:

  1. 1 მხოლოდ სატვირთო პლატფორმის ბორტების ჩამრაზი
  2. 2 მხოლოდ ცისტერნის ჩასასხმელის ჩამრაზი
  3. 3 მხოლოდ კარების მართვის ამძრავი და საკეტები
  4. 4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოწყობილობა
კანონის ახსნა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, „ავტოსატრანსპორტო საშუალების კარების საკეტები, სატვირთო პლატფორმის ბორტის ჩამრაზი, ცისტერნების ჩასასხმელის ჩამრაზი, მძღოლთა და მგზავრთა სავარძლების ფიქსირებისა და რეგულირების მექანიზმები, ხმოვანი სიგნალი, საქარე მინის გაქრევისა და გათბობის მოწყობილობა, დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობა, კარების ავარიული გამომრთველი და გაჩერების მანიშნებელი სიგნალი, ავტობუსების ავარიული გამოსასვლელები და მათი მოქმედებაში მომყვანი მოწყობილობა, ავტობუსის სალონის შიგა განათების ჩამრთველები, კარების მართვის ამძრავი და მათი მუშაობის სიგნალიზაცია უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში.
ბილეთი #1313 მოძრაობის უსაფრთხოება

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე მძღოლმა უნდა შეარჩიოს ისე, რომ გასაჩერებელი მანძილი იყოს:

  1. 1 მხედველობის არეზე მეტი
  2. 2 მხედველობის არეზე ნაკლები
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე მძღოლმა უნდა შეარჩიოს ისე, რომ გასაჩერებელი მანძილი იყოს მხედველობის არეზე ნაკლები.
ბილეთი #1314 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

სატრანსპორტო საშუალების რომელი გარე სანათი ხელსაწყოების ჩართვა უზრუნველყოფს გზის უკეთეს ხილვადობას დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის პირობებში?

  1. 1 ნისლსაწინააღმდეგო ფარები შორი ნათების ფარებთან ერთად
  2. 2 შორი ნათების ფარები
  3. 3 ნისლსაწინააღმდეგო ფარები ახლო ნათების ფარებთან ერთად
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის პირობებში გზის უკეთეს ხილვადობის უზრუნველასაყოფად მიზანშეწონილია ნისლსაწინააღმდეგო ფარების ახლო ნათების ფარებთან ერთად ჩართვა.
ბილეთი #1315 მოძრაობის უსაფრთხოება

დამუხრუჭებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, უნდა:

  1. 1 გააგრძელოს დამუხრუჭება სატერფულზე დაწოლის შეუცვლელად
  2. 2 გამორთოს გადაბმულობა
  3. 3 შეწყვიტოს დამუხრუჭება
კანონის ახსნა
დამუხრუჭებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, უნდა შეწყვიტოს დამუხრუჭება.
ბილეთი #1316 მოძრაობის უსაფრთხოება

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, დაუშვებელია:

  1. 1 მხოლოდ დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა
  2. 2 როგორც დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა, ასევე დისკებზე ბზარების არსებობა
  3. 3 მხოლოდ დისკებზე ბზარების არსებობა
კანონის ახსნა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად: 6. დაუშვებელია დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა. 7. დაუშვებელია დისკებზე ბზარების არსებობა.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.