უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია თუ არა თავის დასამაგრებლებით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოძრაობის დაწყების წინ დარწმუნდეს, რომ თვითონ და მგზავრები თავი სამაგრებს ეყრდნობა კეფის არეში?
1დიახ, მიზანშეწონილია
2არ არის მიზანშეწონილი
კანონის ახსნა
თავის დასამაგრებლებით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოძრაობის დაწყების წინ ვალდებულია დარწმუნდეს, რომ თვითონ და მგზავრები თავი დამჭერებს მიყრდნობილნი არიან კეფის არეში.
ბილეთი #1340მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად
2ბავშვების სავალ ნაწილზე გამოსვლის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ისინი ვალდებულები არიან მოიცადონ გზის სავალი ნაწილის კიდესთან და დაელოდონ ავტომობილის გავლას
კანონის ახსნა
თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად.
ბილეთი #1341მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა:
1შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის
2ბავშვებზე ყურადღების მიუქცევლად გააგრძელოს მოძრაობა რათა არ შეუმნას დაბრკოლება მის უკან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს
3მისცეს მხოლოდ ხმოვანი სიგნალი და შეუფერხებლად გააგრძლოს მოძრაობა
კანონის ახსნა
თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის.
ბილეთი #1342მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში მძღოლი უნდა დარწმუნდეს:
1მხოლოდ, რომ ეტლი, სავარძლი ან დამჭერი მოწყობილობა შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას
2ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა გარემოებაში
3მხოლოდ, რომ სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შესაძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება
კანონის ახსნა
სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძლი ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობა შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას, ასევე სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შესაძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება.
ავტომატარებლით მოძრაობისას საჭიროა თუ არა დავიცვათ მეტი დისტანცია წინ მოძრავ სატრანსპორტო საშულებამდე, ვიდრე მსუბუქი ავტომობილით მოძრაობისას?
1არა, რადგან ავტომატარებლის სამუხრუჭო მანძილი უფრო მოკლეა ვიდრე მსუბუქი ავტომობილებისა
2არა, რადგან ავტომატარებლის მძღოლის გამოცდილების გამო მისი რეაქციის დრო ნაკლებია ვიდრე სხვა მძღოლების
3დიახ, რადგან დიდი მასის გამო ავტომატარებლის სამუხრუჭო მანძილი უფრო დიდია ვიდრე მსუბუქი ავტომობილებისა
კანონის ახსნა
ავტომატარებლით მოძრაობისას საჭიროა დავიცვათ მეტი დისტანცია წინ მოძრავ სატრანსპორტო საშულებამდე, ვიდრე მსუბუქი ავტომობილით მოძრაობისას რადგან ავტომატერებლის დიდი მასა და მუხრუჭების რეაგირებისათვის საჭირო დრო საშუალებას არ იძლება სწრაფად დამუხრუჭების.
1მხოლოდ ტერიტორია, სადაც განთავსებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება
2საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
3მხოლოდ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო კონტროლს ექვემდებარება: ბ) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება; გ) ტერიტორია, სადაც განთავსებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება.
ქვემოთ ჩამოთვლილი საქონლის განკარგვის რომელი ღონსძიება შეიძლება იქნეს გამოყენებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის მიმართ?
1შესაძლებელია ამ ბილეთში ჩამოთვლილი საქონლის განკარგვის ნებისმიერი ღონსძიების გამოყენება
2მხოლოდ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული საქონლის რეალიზაცია ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა
3მხოლოდ საქონლის განადგურება
4მხოლოდ საგადასახადო სანქციის სახით საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და “გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქონლის განკარგვის შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო სანქციის სახით საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა; ბ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული საქონლის რეალიზაცია ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა; გ) საქონლის განადგურება.
თუ დეკლარანტის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, აქვს თუ არა მას უფლება მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანი სახელმწიფო ენაზე?
1აქვს უფლება
2არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2071 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ დეკლარანტის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანი სახელმწიფო ენაზე.
თუ საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა საჭიროებს საბაჟო დეკლარაციის წარდგენას, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება:
1საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღე
2საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე. თუ საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა არ საჭიროებს საბაჟო დეკლარაციის წარდგენას, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილში შესაბამისი დოკუმენტის რეგისტრაციის დღე.
თუ ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია სხვადასხვა სახეობის საქონელი, საქონლის თითოეული სახეობა ითვლება:
1ერთად დეკალრირებულად
2ცალ-ცალკე დეკლარირებულად
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 220-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია სხვადასხვა სახეობის საქონელი, საქონლის თითოეული სახეობა ითვლება ცალ-ცალკე დეკლარირებულად.
თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია:
1დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ
2დაუყოვნებლივ უზრუნველყოს განადგურებული ან დაზიანებული ქონების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა
კანონის ახსნა
თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევებში საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია (გარდა ექსპორტისა), პირის მოთხოვნით, შეიძლება საბაჟო საწყობში დროებით ინახებოდეს არა უმეტეს:
1ერთი წლისა
2ორი წლისა
3180 დღისა
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია (გარდა ექსპორტისა), პირის მოთხოვნით, შეიძლება საბაჟო საწყობში დროებით ინახებოდეს არა უმეტეს 5 კალენდარული წლისა, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში − არა უმეტეს 120 დღისა.
რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილებები შეტანილ იქნეს:
1მხოლოდ საქონლის გაშვებამდე, საგადასახადო ორგანოს ინიციატივით, საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას, თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა
2მხოლოდ საქონლის გაშვებამდე, დეკლარანტის ინიციატივით, თუ საგადასახადო ორგანოს არ შეუტყობინებია დეკლარანტისთვის ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვა ან არ დაუდგენია დეკლარირებული მონაცემების მცდარობა.
3ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილებები შეტანილ იქნეს: ა) საქონლის გაშვებამდე, საგადასახადო ორგანოს ინიციატივით, საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას, თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა; ბ) საქონლის გაშვებამდე, დეკლარანტის ინიციატივით, თუ საგადასახადო ორგანოს არ შეუტყობინებია დეკლარანტისთვის ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვა ან არ დაუდგენია დეკლარირებული მონაცემების მცდარობა.
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი არ მიეკუთვნება საბაჟო კონტროლის ფორმას?
1მხოლოდ საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და ტერიტორიის დათვალიერება
2ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა ფორმა მიეკუთვნება საბაჟო კონტროლის ფორმას
3მხოლოდ ზეპირი გამოკითხვა
4მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის მიზნით სინჯისა და ნიმუშის აღება
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო კონტროლის ფორმებია: ბ) ზეპირი გამოკითხვა; ე) საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და ტერიტორიის დათვალიერება; ვ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით სინჯისა და ნიმუშის აღება;
საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია:
1მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული
2ნებისმიერი საქონელისათვის
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული.
1საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე
2საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან ზოგადი დეკლარირების განხორციელებამდე
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე.
ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს:
1საგადასახადო ორგანო
2დეკლარანტი
3შინაგან საქმეთა სამინისტრო
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 220-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო.
საერთაშორისო ნორმებისა და წესების შესაბამისად სახიფათო ტვირთი საშიშროების ტიპის მიხედვით იყოფა:
111 კლასად
29 კლასად
37 კლასად
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახიფათო ტვირთი საშიშროების ტიპის მიხედვით იყოფა 9 კლასად საერთაშორისო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლითაც გადაიზიდება სახიფათო ტვირთი, სამართავად დაიშვებიან მძღოლები მუშაობის არანაკლებ:
13 წლის სტაჟით
22 წლის სტაჟით
31 წლის სტაჟით
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლითაც გადაიზიდება სახიფათო ტვირთი, სამართავად დაიშვებიან მძღოლები მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟით.
სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას საგზაო-სატრანსპორტო ან/და საგანგებო შემთხვევებში მძღოლი ვალდებულია იმოქმედოს:
1მხოლოდ კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის ტექნიკური პირობების შესაბამისად
2მხოლოდ ტვირთის გამგზავნის მიერ გაცემული წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად
3როგორც კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე არსებული წესის, ასევე ტექნიკური პირობებისა და ტვირთის გამგზავნის მიერ გაცემული წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად
4მხოლოდ კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე არსებული წესის შესაბამისად
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლი წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად ვალდებულია, საგზაო სატრანსპორტო ან/და საგანგებო შემთხვევებში იმოქმედოს კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე არსებული წესის, ტექნიკური პირობების და ტვირთის გამგზავნის მიერ გაცემული წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.