ბილეთების სრული სია

1452 ოფიციალური ბილეთი — B+C1 Mil კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1741 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

მოყინულ გზაზე გადაადგილებისას მოცურების ალბათობის შესამცირებლად ტვირთი მიზანშეწონილია განთავსდეს:

  1. 1 არაწამყვან ღერძთან ახლოს
  2. 2 წამყვან ღერძთან ახლოს
  3. 3 თანაბრად გადანაწილდეს წამყვან და არაწამყვან ღერძებზე
კანონის ახსნა
მოყინულ გზაზე მოძრაობისას ტვირთი მიზანძეწონილია განთავსდეს წამყვან ღეძთან ახლოს, რაც გაზრდის წამყვან ღერძზე საბურავებზე დატვირთვას და გადაადგილებისას მოცურების ალბათობის შემცირებას.
ბილეთი #1742 ეკო-მართვა

რა უნდა გვახსოვდეს მავნე ნივთიერებებისგან გარემოს დასაცავად?

  1. 1 მოძრაობის დროის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ინტენსიური აჩქარებით და მკვეთრად დამუხრუჭებით
  2. 2 უნდა მოვერიდოთ სატრანსპორტო საშუალების დგომას ჩართული ძრავით
  3. 3 სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1743 ეკო-მართვა

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საწვავის გაზრდილი ხარჯი და მავნე ნივთიერებების მომატებული გამოყოფა, დროულად უნდა გამოვცვალოთ:

  1. 1 ძრავის ჰაერის ფილტრი
  2. 2 საქარე მინის მინასაწმენდები
  3. 3 მგზავრთა სალონის ვენტილაციის ფილტრი
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1744 ეკო-მართვა

რას იწვევს საბურავებში რეკომენდებულ დონეზე ქვემოთ ჰაერის წნევის შემცირება?

  1. 1 ზრდის საწვავის მოხმარებას
  2. 2 ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას
  3. 3 ამცირებს საბურავების ცვეთას
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1745 ეკო-მართვა

როდის უნდა გავთიშოთ ძრავი საწვავის ეკონომიისა და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით?

  1. 1 როდესაც ვჩერდებით "სდექ" ნიშანთან
  2. 2 როდესაც შეფერხებული მოძრაობის პირობებში გვიწევს დიდი ხნით დგომა
  3. 3 როდესაც ვმოძრაობთ დაღმართზე
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1746 ეკო-მართვა

სატრანსპორტო საშუალების რომელიმე აგრეგატიდან გამოჟონილი ზეთი:

  1. 1 ნიადაგზე მოხვედრის შემთხვევაში ანოყიერებს მას
  2. 2 ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე
  3. 3 აბინძურებს გარემოს
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1747 ეკო-მართვა

რა უნდა გვახსოვდეს სატრანსპორტო საშუალების საწვავით გამართვისას?

  1. 1 შესაძლებლობის შემთხვევაში საწვავის ავზი უნდა შევავსოთ კიდემდე
  2. 2 არ უნდა განვაგრძოთ საწვავის ჩასხმა მას შემდეგ, რაც საწვავის ავზის გავსების შედეგად ჩასასხმელი მოწყობილობა (პისტოლეტი) ავტომატურად გაითიშება
  3. 3 საწვავით გამართვისას სატრანსპორტო საშუალების ძრავი უნდა მუშაობდეს უქმ სვლაზე
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1748 ეკო-მართვა

რა შეიძლება გამოიწვიოს გამოსაბოლქვი სისტემის გაუმართაობამ?

  1. 1 გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობის ზრდა
  2. 2 მოხმარებული საწვავის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება
  3. 3 საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1749 ეკო-მართვა

როგორ არის შესაძლებელი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირება?

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების ძრავის დაბალი ბრუნვის სიჩქარით მართვის
  2. 2 ძრავის ჰაერის ფილტრის მოხსნით
  3. 3 უნივერსალური საბურავების გამოყენებით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1750 ეკო-მართვა

სად უნდა განხორციელდეს გამოყენებული ზეთების, საცხებ-საპოხი სითხეების და აკუმულატორების გადატანა მათი განადგურების მიზნით?

  1. 1 საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელზე
  2. 2 გადამამუშავებელ ცენტრებში
  3. 3 დასახლებული პუნქტიდან მოშორებით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1751 ეკო-მართვა

როგორ უნდა შევამციროთ საწვავის ხარჯი თანაბარი სიჩქარით მოძრაობისას?

  1. 1 ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მინიმალური სიჩქარით
  2. 2 გამოვიყენოთ კრუიზკონტროლი, რომელიც თავად არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს
  3. 3 ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მაქსიმალური სიჩქარით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1752 ეკო-მართვა

როგორი რეჟიმით მოძრაობა იწვევს საწვავის მოხმარების შემცირებას?

  1. 1 მოძრაობა ძრავის ბრუნვის დაბალი სიჩქარით
  2. 2 მოძრაობა ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1753 ეკო-მართვა

თქვენ გიწევთ მოცდა რკინიგზის გადასასვლელის დაკეტილ შლაგბაუმთან. როგორ იზრუნებთ საწვავის მოხმარების შემცირებასა და გარემოს დაცვაზე?

  1. 1 ძრავის გათიშვით
  2. 2 ძრავის უქმი სვლის რეჟიმზე გადაყვანით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1754 ეკო-მართვა

ჩამოთვლილთაგან რომელი უწყობს ხელს გარემოს დაცვას?

  1. 1 გზიდან გადაცემული ბიძგების შემცირების მიზნით საბურავებში ჰაერის წნევის რეკომენდებულზე მეტად შემცირება
  2. 2 დაბალი გორვის წინაღობის მქონე საბურავების გამოყენება
  3. 3 სატრანსპორტო საშუალებაში ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების ამუშავება
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1755 ეკო-მართვა

სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს რას შეუძლია დამატებითი ხმაურის გამოწვევა?

  1. 1 ძარის აეროდინამიურობის გასაუმჯობესებელი მოწყობილობების დაყენებას
  2. 2 ძრავის დაბალი ბრუნთა რიცხვით მოძრაობას
  3. 3 საწვავის არასრული წვის შედეგად წარმოქმნილი აირების მაყუჩში მოხვედრას
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1756 ეკო-მართვა

როგორ უნდა შეცვალოთ გადაცემათა კოლოფის გადაცემები, გარემოს დაცვისა და საწვავის დაზოგვის მიზნით?

  1. 1 გადაცემათა კოლოფი უნდა გადავრთოთ მაღალ გადაცემაზე, რაც შეიძლება ადრე და დაბალ გადაცემაზე გადავრთოთ, რაც შეიძლება გვიან
  2. 2 გადაცემათა კოლოფის გადაცემა შევცვალოთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა მიღწეული იქნება ძრავის მაქსიმალური ბრუნვის სიჩქარე
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1757 ეკო-მართვა

რა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დროს უზრუნველვყოთ გამონაბოლქვის შემცირება და საწვავის დაზოგვა?

  1. 1 ძრავი უნდა იყოს სუფთა, რისთვისაც იგი ხშირად უნდა გავრეცხოთ
  2. 2 საწვავის ავზი უნდა იყოს სრულად შევსებული
  3. 3 ძრავი უნდა იყოს გამართული
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1758 ეკო-მართვა

რა შემთხვევაში ხორციელდება საწვავის უმიზნო ხარჯვა და გარემოს დაბინძურება?

  1. 1 დაღმართზე მოძრაობის დროს მაღალი გადაცემის გამოყენებისას
  2. 2 შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის მოლოდინში, აქსელერატორის სატერფულზე პერიოდული დაწოლისას
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1759 ეკო-მართვა

რა მიუთითებს ბენზინის გაზრდილ ხარჯზე?

  1. 1 მაყუჩიდან კონდენსირებული წყლის ორთქლის გამოყოფა
  2. 2 შავი ფერის გამონაბოლქვი
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1760 ეკო-მართვა

მართვის როგორი სტილი განაპირობებს საწვავის გაზრდილ მოხმარებას?

  1. 1 გადაცემათა კოლოფის სხვადასხვა გადაცემაზე მოძრაობისას ძრავის მაღალ ბრუნთა რიცხვის მიღწევა
  2. 2 მოძრაობა თანაბარი სიჩქარით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.