„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალულია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა სხვაგვარად არის შეზღუდული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება საავტომობილო გზის გაუმართაობისას, შეზღუდული ხილვადობის პირობებში, ბუნებრივი მოვლენების დროს, სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფის ან სხვა უბედურების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზის გამტარუნარიანობის გაზრდის ან სხვა მიზნით საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილების შეტანა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შემცირების ხარჯზე დაუშვებელია.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის მფლობელობაში მყოფმა სატრანსპორტო საშუალებამ მინიმალური ზიანი მიაყენონ გარემოს.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვები შემდეგი საქმიანობა ��) რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტებით (მათ შორის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა) ��1) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა ��) გზაზე მასობრივ, სპორტულ და სხვა ღონისძიებათა ჩატარება.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვები შემდეგი საქმიანობა ��) სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება, მასზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ან/და სატრანსპორტო საშუალების ძარას გვერდებზე დახრილი თეთრი ზოლების დახაზვა ��) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვენი შემდეგი საქმიანობა: ზ) გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა; თ) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდეს გზაზე; გ) გაასაჩივროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს: ბ.ა) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების შესახებ; ბ.ბ) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზთა შესახებ; ბ.გ) ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე. საგზაო მოძრაობის მონაწილემ, რომელმაც ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხა ასეთი შეზღუდვის ან ასეთი საფრთხის შექმნის თავიდან აცილება, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე. საგზაო მოძრაობის მონაწილემ, რომელმაც ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხა ასეთი შეზღუდვის ან ასეთი საფრთხის შექმნის თავიდან აცილება, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება.
თუ შუქნიშანის წინ ბავშვები აპირებენ გზაზე გადასვლას შუქნიშანთან მიახლოებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ: - ბავშვები შეიძლება სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის ყვითელი სიგნალით შეცვლისთანავე; - ჯგუფიდან ხელის კვრით რომელიმე ბავშვს შეიძლება აიძულონ სავალ ნაწილზე გადმოსვლა; - შეიძლება ბავშვები სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ მათთვის შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვამდე.
მსუბუქი ავტომობილის შიდა უკუხედვის სარკის გამოყენებისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სარკე დარეგულირებული უნდა იყოს მძღოლის სიმაღლის შესაბამისად, ასევე ამობურცულ სარკეში საგნები უფრო შორს ჩანს ვიდრე სინამდვილეშია და სარკეს გააჩნია „მკვდარი უბნები“, რის გამოც იგი ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სრულყოფილ მხედველობის არეს და გამსწრები სატრანსპორტო საშუალების თვალის მიდევნას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა სატრანსპორტო საშუალებამ დაბრკოლება არ შეუქმნას პრიორიტეტის მქონე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ/განახორციელოს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო კოლონების გადაადგილებისას; დ) სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა − სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევისას; ე) ბავშვთა ჯგუფის გამცილებელმა (თანმხლებმა) − ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ/განახორციელოს: გ) მაშველებმა და პირებმა, რომლებიც მონაწილეობენ სამაშველო სამუშაოებში, − სამაშველო სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად; ვ) რკინიგზის თანამშრომლებმა - რკინიგზის გადასასვლელზე; ზ) საბორანე გადაზიდვის ორგანიზატორებმა - ნავსადგურში.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გზის სავალ ნაწილზე გასვლის შემდეგ, ქვეითმა არ უნდა დააყოვნოს გადასვლა, არ უნდა შეყოვნდეს ან შეჩერდეს მასზე, თუ ეს არ უკავშირდება მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-6-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება: ა) სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარის გადაჭარბება; ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებული სიჩქარის გადაჭარბება; გ) საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება.
Практическая часть
Экзаменационные маршруты — так, как их проезжает экзаменатор
48 настоящих экзаменационных маршрута в 10 городах, всего 623 км. Каждый поворот и остановка на карте, с голосовой подсказкой.