პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის განკუთვნილი სასწავლო სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს:
- 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოწყობილობით
- 2 მხოლოდ საცნობი ნიშნით - „სასწავლო სატრანსპორტო საშუალება“
- 3 მხოლოდ ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი უკუხედვის სარკით
- 4 მხოლოდ ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასწავლო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხდება პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა), უნდა აღიჭურვოს ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით, აგრეთვე უკუხედვის სარკით. ასეთ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით უნდა დამაგრდეს საცნობი ნიშანი.