1
მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ მარჯვნივ
2
მიუთითებს გზას ან სავალ ნაწილს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა მთელ სიგანეზე ხორციელდება ერთი მიმართულებით
3
კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას და დგომას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.2 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.2 „მოძრაობა მარჯვნივ“ რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას.
ბილეთში გამოყენებული ნიშანი
4.1.2. მოძრაობა მარჯვნივ
ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი; ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.